x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
მინერალი, რომლის დეფიციტი იწვევს დიაბეტსა და სიმსუქნეს

image

ქრომი – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტი, ადამიანის ორგანიზმში იმ ფერმეტებს ააქტიურებს, რომელიც ნახშირწყლების მეტაბოლიზმში იღებს მონაწილეობას; ახდენს შაქრის დონის ნორმალიზებას სისხლში, ზრდის ინსულინის აქტივობას; ადამიანები, ორგანიზმში ქრომის მაღალი დონით, ნაკლებად არიან მიდრეკილნი დიაბეტისა და ათეროსკლეროზის მიმართ. ასევე მოქმედებს ჰემატოპოეზისა (სისხლის ფორმოვანი ელემენტების (სისხლის წითელი და თეთრი ბურთულების) წარმოქმნა ადამიანისა და ცხოველების ორგანიზმში) და ჭარბი ცხიმის დაშლის პროცესებში. ხელს უწყობს ათეროსკლეროზული ფოლაქების გაწოვას, აორტის კედლებზე ქოლესტერინის კონცენტრაციის შემცირებას, იცავს მიოკარდიუმის ცილებს განადგურებისგან. ქრომის მარაგი ეხმარება სტრესის დაძლევას.



image


ქრომის დღიური მოთხოვნა ზრდასრული ადამიანის ორგანიზმისთვის 50 - 200 მიკროგრამს შეადგენს. ადამიანის უმრავლესობისთვის ყოველდღიური მოთხოვნა ამ ელემენტზე 25-30 მიკროგრამია. თუმცა, ეს რაოდენობა ვერ აკმაყოფილებს მასზე ორგანიზმის მოთხოვნას სტრესის პირობებში, ფიზიკური დატვირთვისას, ინფექციების ან ტრამვების დროს. ამ შემთხვევაში ოპტიმალურად ითვლება 150-200 მიკროგრამის მიღება დღე-ღამეში. ქრომის დეფიციტი შესძლოა განვითარდეს ამ ელემენტის არასაკმარისი რაოდენობის მიღების შედეგაფდ ( 20 მიკროგრამი დღეში ან უფრო ნაკლები). ორგანიზმში ქრომის ნაერთების შეთვისება ხდება საკვებთან, წყალთან და ჰაერთან ერთად.


დეფიციტის მიზეზები

imageნაწლავების ქრონიკული დაავადებები ხელს უშლის მკვებავი ნივთიერებების ათვისების პროცესებს, რაც ავის მხრივ იწვევს ორგანიზმში ქრომის დეფიციტს.


ქრომის ნაკლებობა შეიძლება გამოიწვიოს შემდეგმა ფაქტორებმა:


  • მძიმე ტრამვები (განსაკუთრებით ღრმა დამწვრობა);
  • არადაბალანსებული რაციონი იმ პროდუქტების დეფიციტით, რომელიც ორგანიზმს ქრომით უზრუნველყოფს;
  • დიდი რაოდენობის შაქარი საკვებში;
  • რაფინირებული პროდუქტების სიჭარბე (ნაგალითად, ფქვილი)
  • რკინის დეფიციტი;
  • დაავადებები, რომელიც იწვევს კუჭ-ნაწლავის გაღიზიანებას ( ენტერიტი – წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადება, სპრუ –გახანგრძლივებული ენტერიტი, რომელიც მიმდინარეობს შეწოვის დარღვევით და ანემიით, გლუტენური დაავადება);
  • ცილის ნაკლებობა ორგანიზმში (ცილა ალბუმინი ორგანიზმს ქრომს აწვდის ისეთ ადგილებში, სადაც სჭირდება);
  • კალციუმის დიდი რაოდენობით მიღება;
  • ხანგრძლივი სტრესი;
  • ფეხმძიმობა;
  • რთული ქირურგიული ოპერაციები;
  • ხანდაზმულობა.


სიმპტომები


ქრომის ნაკლებობა კლინიკურად შემდეგი ნიშნებით ვლინდება:

  • სიმპტომები, რომელიც ახასიათებს შაქრიან დიაბეტს (წყურვილი, გადაჭარბებული შარდვა და ა.შ.);
  • წონის მატება;
  • მადის მომატება (განსაკუთრებით, ტკბილ საკვებზე);
  • არამოტივირებული დაღლილობა;
  • შიშის შეგრძნება, შფოთვა;
  • სპერმატოზოიდების განაყოფიერების უნარის შემცირება;

ასეთი პაციენტების სისხლში შეიძლება მოიმატოს გლუკოზამ, ქოლესტერინმა, ინსულინმა, ტრიგლიცერიდებმა (ცხიმის ერთერთი ტიპია, რომელსაც სისხლი შეიცავს. ზოგიერთი გამოკვლევა აჩვენებს, რომ მათი მაღალი დონე სისხლში ზრდის გულის იშემიური დაავადების რისკს, განსაკუთრებით კი ქალებში).


დიაგნოსტიკა და მკურნალობა


გარდა ზემოთ აღწერილი ნიშნებისა, ქრომის ნაკლებობის გამოვლენას ეხმარება თმისა და ფრჩხილის ანალიზი. მინერალის სიმცირის კლინიკურად და ლაბორატორიულად დამტკიცების შემთხვევაში, ხდება როგორც კორექტირების შეტანა რაციონში, ისე მედიკამენტური მკურნალობა.



დიეტოთერაპია

image

ყველაზე დიდი რაოდენობით ქრომს შეიცავს თევზი და კრევეტები.


სამწუხაროდ, ქრომის ანაზღაურების დიეტური შესაძლებლობები შეზღუდულია მისი დაბალი ათვისების გამო. თუმცა, დიეტოლოგები გირჩევენ რაციონში ჩართათ აღნიშნული მინერალის შემცველი პროდუქტები:


  • თევზი (თინუსი, კობრი, მოივა, ღლავი, ქაშაყი, სკუმბრია, კობრი, ორაგული, ქამბალა);
  • კრევეტები;
  • ფრინველის ხორცი (ინდაური, იხვი);
  • ჭარხალი;
  • ბროკოლი:
  • კვერცხი;
  • თხის რძე;
  • თხილი;
  • ფინიკი;
  • მზესუმზირა;
  • ბარდა;
  • ლობიო.

ამასთან, უნდა ისიც აღინიშნოს, რომ ქრომის რაოდენობა აღნიშნულ პროდუქტებში მცირდება ინტენსიური თბოდამუშავების შემდგომ. ამას გარდა, ტკბილეულის ჭარბი რაოდენობით მიღება ხელს უწყობს ამ მნიშვნელოვანი მინერალის გამოდევნას ორგანიზმიდან.


მკურნალობა მედიკამენტებით


მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებლები გვარწმუნებენ ყოვლისშემძლე ბიოლოგიური დანამატების შესახებ, არ არსებობს ნივთიერება, რომელიც ე.წ. "სუფთა" ქრომს შეიცავს. ყველა პრეპარატში, მათ შორის სამკურნალო, სხვა ნივთიერებების მოლეკულებთან კომბინირებულად შედის (ქრომის ქლორიდი, ქრომის ციტრატი, ქრომის ნიკოტინატი, ქრომის პიკოლინი და ა.შ.).


მას შეიცავს, ბევრი ვიტამინურ-მინერალური კომპლექსი (სუპრადინი, მულტი-ტაბსი, ცენტრუმი და ა.შ.).


პროფილაქტიკა


  • დროული და ხანგრძლივი ჩართვა კვებაში ისეთი პროდუქტების, რომელიც ქრომს დიდ რაოდენობით შეიცავს
  • პერიოდულად მიიღეთ ქრომის შემცველი პოლივიტამინები და მინერალები ან საკვები დანამატები.

აღნიშნული რჩევები განსაკუთრებით იმ ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ, ვინც ამ მინერალის დეფიციტის მქონე რისკ ჯგუფს მიეკუთვნება (მომავალი დედები, სპორტსმენები, ხანდაზმულები, ადამიანები, რომლებიც ძლიერ ფსიქო-ემოციურ და ფიზიკურ დატვირთვას განიცდიან, მათ, ვისაც კუჭ-ნაწლავის ინფექციური დაავადებები აქვთ გადატანილი).


ასევე დაგაინტერესებთ:


ამ ვიტამინის დეფიციტი იწვევს დაღლილობას, მხედველობისა და სისხლის მიმოქცევის გაუარესებას, სიმსუქნეს და არა მხოლოდ


6 პროდუქტი, რომელიც ფარისებრი ჯირკვალს ანადგურებს


ნატურალური ყავის 7 სასარგებლო თვისება ორგანიზმისთვის


რა უნდა მივირთვათ ლამაზი სახის კანი რომ გვქონდეს


10 არგუმენტი, თუ რატომ უნდა მივიღოთ დილით თბილი ლიმონიანი წყალი


რომელ მინერალს, რა სარგებლობა მოაქვს ჯანმრთელობისთვის?


9 მიზეზი, თუ რატომ არის მოცვი უმნიშვნელოვანესი ჩვენი ჯანმრთელობისთვის. აუცილებლად გაითვალისწინეთ!


თუ ლუდი გიყვართ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია!


სასიკვდილო დოზები ჩვენი ორგანიზმისთვის

3
3038
12-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
3038
  
2018, 20 მაისი, 9:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი Lerato-ის კომენტარზე
2018, 8 თებერვალი, 23:48
მადლობა :)
2018, 8 თებერვალი, 19:54
აქ კომენტარიც ზედმეტია–კითხვადი, გამოსადეგი და საინტერესო–ესაა ეს სტატია
0 1 3