საზოგადოება დოდო გუგეშაშვილი დაჭრეს, მისი შვილი კი მოკლეს 2018, 7 თებერვალი, 12:56
აფხაზეთის ომის ვეტერანის, ცნობილი პოლკოვნიკის დოდო გუგეშაშვილის შვილი საკუთარ სახლში მოკლეს. თავად გუგეშაშილი კი, დაჭრილია და მას ღუდუშაურის კლინიკაში ოპერაცია უტარდება.
შეიარაღებულ პირთა თავდასხმა გუგეშაშვილების საცხოვრებელ სახლში დიღმის მასივის მე-5 კვარტალში, რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ღუდუშაურის კლინიკაში ჟურნალისტეს დაუდასტურეს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა დაშავებული დოდო გუგეშაშვილი მათთან შეიყვანა და გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. გუგეშაშვილის სახლთან მობილიზებულია პოლიცია და საასწრაფო დახმარების მანქანები. გუგეშაშვილის შვილი საცხოვრებელი სახლიდან პროზექტურაში გადაასვენეს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები. ასევე ტერიტორიაზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ინფორმაციას ადასტურებენ შსს-შიც. სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა. „დღეს მიღებული შეტყობინების საფუძველზე 1958 წელს დაბადებული დ.გ.-ს და მის შვილს 1985 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში, უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. გ.გ შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.გ. გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე, მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 165 შეფასება არ არის
|