x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
დოდო გუგეშაშვილი დაჭრეს, მისი შვილი კი მოკლეს
image


აფხაზეთის ომის ვეტერანის, ცნობილი პოლკოვნიკის დოდო გუგეშაშვილის შვილი საკუთარ სახლში მოკლეს. თავად გუგეშაშილი კი, დაჭრილია და მას ღუდუშაურის კლინიკაში ოპერაცია უტარდება.


შეიარაღებულ პირთა თავდასხმა გუგეშაშვილების საცხოვრებელ სახლში დიღმის მასივის მე-5 კვარტალში, რამდენიმე წუთის წინ მოხდა.


ღუდუშაურის კლინიკაში ჟურნალისტეს დაუდასტურეს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა დაშავებული დოდო გუგეშაშვილი მათთან შეიყვანა და გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.



გუგეშაშვილის სახლთან მობილიზებულია პოლიცია და საასწრაფო დახმარების მანქანები. გუგეშაშვილის შვილი საცხოვრებელი სახლიდან პროზექტურაში გადაასვენეს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები. ასევე ტერიტორიაზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.


ინფორმაციას ადასტურებენ შსს-შიც. სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა.


„დღეს მიღებული შეტყობინების საფუძველზე 1958 წელს დაბადებული დ.გ.-ს და მის შვილს 1985 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში, უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. გ.გ შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.გ. გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე, მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

0
165
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0