x
image
მოზამბიკელი
"ქართველობა-ეს არის მშვენიერი, ამაღლებული ლეგენდა..."-მერაბ მამარდაშვილი საქართველოზე
ქართველი ფილოსოფოსი, მეცნიერებათა დოქტორი მერაბ მამარდაშვილი 1930 წელს გორში დაიბადა, მისი მამა, კოტე მამარდაშვილი სამხედრო პირი, პოლკოვნიკი იყო, ამის გამო ხშირად უწევდა სხვადასხვა მხარეში სამსახური და ცხოვრება ოჯახთან ერთად. მერაბის დაბადების დროს გორში ცხოვრობნენ, თუმცა ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე კოტე მამარდაშვილმა ოჯახი გორიდან თბილისში გადმოიყვანა, სადაც ბინა გადასცეს. მერაბმა სწავლა თბილისის N14 სკოლაში განაგრძო. იგი ბავშვობიდან გამორჩეული მოაზროვნე იყო, არ აკმაყოფილებდა მიღებული ცოდნა. მუდამ ძიებაში მყოფს, უჭირდა იმის პოვნა, რაც მის მოუსვენარ სულს და ცნობიერებას დააკმაყოფილბდა.

image

მამარდაშვილის სახელს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი და ნარკვევი უკავშირდება. მისი გარდცვალების შემდეგ უფრო მეტად გაიზარდა ინტერესი მისი შემოქმედების მიმართ. თავისი მოღვაწეობის მანძილზე მამარდაშვილმა გამოსცა ისეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ნაშრომები, როგორებიცაა:

  • აზროვნების ფორმები და შიგთავსები“
  • „სიმბოლო და ეჭვი“
  • „რაციონალიზმის კლასიკური და არაკლასიკური იდეალები“
  • „როგორ მესმის ფილოსოფია“
  • „კარტეზიანული განსჯანი“
  • „კარტეზიანული ვარიაციები“
  • „შემეცნების ისარი“
  • „ლექციები ანტიკურ ფილოსოფიაში“
  • "საუბრები ფილოსოფიაზე"
მერაბ მამარდაშვილი მუდამ გამოირჩეოდა განსხვავებული და რეალობის აღქმის თავისებური აზროვნებით, მის ნაშრომებში უხვად შევხვდებით ბრძნულ გამონათქვამებსაც, უმეტესობა კი დღევანდელობას მთელი სიზუსტით გადმოსცემს.


მამარდაშვილი ბევრს საუბრობდა საქართველოზე, განსაკუთრებულ აქცენტეს კი ხშირად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე აკეთებდა.

აი, რას ამბობდა ის საქართველოზე:

"ქართველობა, როგორც ბუნების ელემენტი, როგორც მოცემული ფაქტი, არის ეთნოსი. ის რასაც ქართველის ეროვნული "თვისება" ჰქვია, შედეგია ამ ძალების მიერ ეთნიკური მასალის დამუშავებისა."


"ჩვენ ისტორიაში ვცხოვრობთ და არა ბუნებაში, ისტორიაში და ეთნოსში. ჩვენთვის ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, ქართველები, როგორც ქრისტიანი ერი, ერი ვართ მხოლოდ იმის წყალობით, რომ ამ ერის წევრმა პიროვნებებმა თავიანთ ქართულ ეთნიკურ სხეულში შეასრულეს გარკვეული სულიერი აქტები და ამის შემდეგ იშვნენ როგორც ერი და არა როგორც ეთნოსი. "


"ჭეშმარიტებას მე ჩემს სამშობლოზე ვაყენებ და საკუთარ თავს ვეკითხები: განა ბევრია ჩვენში ისეთი ქართველი, ვისაც შეუძლია ჭეშმარიტების დაყენება სამშობლოს თვალშისაცემ ინტერესებზე მაღლა? და თუ არა, მაშინ ცუდი ქრისტიანები ვყოფილვართ."


"ქართველობა- ეს არის მშვენიერი, ამაღლებული ლეგენდა, ან ლეგენდარული ხატი, რომელიც ჩემთვის ჭეშმარიტიცაა და რეალურიც, უფრო რეალური ვიდრე ყოველდღიური."


"როცა ტრადიციულ ქართულ, ხალხურ და რიტმულ მუსიკას ვუსმენ, მე მასში ვარ და სიმღერა თვითონ აყალიბებს ჩემს სულს, როგორც ქართულ სულს."


"ჩვენი ტემპერამენტი გაჯერებულია ინდივიდუალიზმით. ყოველი ქართველი ხომ, თავისთავად, ცალკე სახელმწიფოა; ყველა მბრძანებელი; არავის არ შეუძლია სხვას დაემორჩილოს. სწორედ ამან იხსნა საქართველო დამონებისგან. მისი დამორჩილება ვერავინ მოახერხა, რადგან ამისთვის ქართველები სულ ერთიანად უნდა ამოეწყვიტათ. მეორე მხრივ კი, სწორედ ეს თვისება ღუპავდა ყოველთვის საქართველოს, როგორც ერთიან სახელმწიფოს."


"ჩვენ, ქართველები, ვართ ჰაერი და არა მიწა. და სანაცვლოსაც ვღებულობთ. როცა 1988 წელს პირველად ჩავედი ამერიკაში, ნორმან კაზექსმა ერთ-ერთ მრგვალ მაგიდაზე მკითხა: "კარგი, მერაბ და, ერთი ეს ამიხსენი, რანაირად დარჩი ცოცხალი მთელი ეს ხანი, როგორ გადარჩი?" რაზედაც ვუპასუხე:"გადავრჩი იმიტომ, რომ ქართველი ვარ."


"ყოველი ქართველი საკუთარი თავის მეუფე, ე.ი. თავის უფალი იყო! ამიტომაა, რომ ჩენში, ფანტასტიური მრავალფეროვნების და განსხვავებულობის მიუხედავად, მაინც მთელი ისტორიის მანძილზე იქნა შენარჩუნებული ერთიანობის სიმბოლო."


0
550
3-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
550
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0