სხვა ქალური "ხრიკები", რომლებიც დაგვეხმარება საყვარელი ნივთების მოწესრიგებაში 2015, 27 ნოემბერი, 20:45 ეს რჩევები რა თქმა უნდა პირველ რიგში ქალებს დაგვაინტერესებს, თუმცა ურიგო არ
იქნება თუ მამაკაცებიც წაიკითხავენ.
ქალბატონები ყოველთვის ცდილობენ გამოიყურებოდნენ მომხიბლავად და
მოწესრიგებულად. ამ სტატიაში მოცემული რჩევები დაგვეხმარება ჩვენთვის საყვარელი და უკვე მოძველებული ნივთების მოწესრიგებაში.
ჩვენი მოდური და საყვარელი ტყავის ჩანთიდან ლაქის მოშორებაში დაგვეხმარება, წყლისა და ძმრის ნარევი. იმისთვის რომ ლითონის ბეჭედმა თითზე შავი კვალი არ დაგვიტოვოს, უნდა შევღებოთ უფერო ლაქით. ბავშვის პუდრა დაგვეხმარება მაისურიდან ლაქების ამოყვანაში იმისთვის რომ, ძველ და ფორმა დაკარგულ სამოსს დავუბრუნოთ პირვანდელი იერი, ჩავალბოთ თბილ წყალში, დავუმატოთ ერთი კოვზი ბავშვის შამპუნი, ამოვწუროთ და მოვათავსოთ დიდ პირსახოცზე და გავაჩეროთ 10 წუთი, გავასწოროთ ისე, როგორი ფორმითაც გვინდა რომ გაშრეს და დაველოდოთ გაშრობას. ჯინსებმა გარეცხვის დროს ფერი, რომ არ დაკარგოს, შეგვიძლია დავუმატოთ გამოხდილი ძმარი, როგორც ხელით რეცხვის დროს, ასევე სარეცხ მანქანაშიც. თმის უთოთი შეგვიძლია სწრაფად გავასწოროთ ტანსაცმელზე გაჩენილი მცირედი ნაოჭები, რომლებსაც ზოგჯერ ჩვეულებრივი ტანსაცმლის უთო სრულყოფილად ვერ უმკლავდება. ლიმონი და საცხობი სოდა დაგვემარება დავახწიოთ თავი ოფლიანობას და არასასიამოვნო სუნს. ხელის კრემის დახმარებით შეგვიძლია პირვანდელი ბზინვარება დავუბრუნოთ ტყავის ფეხსაცმელს. საპარსი კრემის დახმარებით ამოვიყვანთ ტონალური კრემის ლაქებს ტანსაცმლიდან. ტანსაცმლიდან პომადის ლაქის მოშორება შესაძლებელია თმის ლაკის მეშვეობით. 3789 2-ს მოსწონს
|