ინდოეთის ქალაქ ჰაიდარაბადში 35 წლის მთვრალი მამაკაცი ლომების ვოლიერში შეიჭრა, როგორც ჩანს მამაკაცს ალკოჰოლის ზედმეტი დოზა ჰქონდა მიღებული, სხვანაირად შეუძლებელია ამგვარი გამბედაობა გამოეჩინა. ზოოპარკის თანამშრომლებმა, მთვრალი მამაკაცის შეჩერება, როცა ვოლიერის ღობეზე ძვრებოდა, ვერ შეძლეს. ის პირდაპირ წყალში აღმოჩნდა, ნაპირზე კი ლომები სეირნობდნენ.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ლომებს მამაკაცის მიახლოვებისას რეაქცია არ ჰქონიათ, სავარაუდოდ ალკოჰოლის სუნი არ ესიამოვნათ.(მთვრალი კაცი არავის უყვარს :D)
ლომებთან "გასეირნების" შემდეგ მამაკაცი პოლიციამ დააპატიმრა, მისი თქმით, მას უბრალოდ ლომების მოფერება უნდოდა.