საზოგადოება „რუსთავი2-ზე დაანონსდა სიუჟეტი წილოსანზე, მაგრამ ეთერში აღარ გავიდა, რა მოხდა?“ 2018, 5 თებერვალი, 9:59 ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი კურიერის ანონსს ეხმაურება და ამბობს, რომ წინასწარ დაანონსებული სიუჟეტი, რომელიც დეპუტატ წილოსანის მამას და მის მიმართ ბრალდებებს ეხებოდა, 9 საათიან კურიერში აღარ გავიდა. მეტრეველი ინტერესდება, რა გახდა მიზეზი, რომ მომზადებული სიუჟეტი ეთერიდან მოიხსნა. ის ტელეკომპანიისგან განმარტებებს ელის. „არა, მართლა ძალიან საინტერესო ამბავია: ხუთშაბათს რ2-ზე 8 საათზე გავიდა ანონსი, რომ 9 საათიან კურიერში გავიდოდა სიუჟეტი „ოცნების“ დეპუტატ წილოსანის მამაზე (რომელიც ნაცებთან დაახლოებული ბიზნესმენი იყო, თავის დროზე), ვისაც პროკურატურა დანაშაულში სდებს ბრალს და საქმე დღემდე სასამრთლოშია. 9 საათზე კი ეს სიუჯეტი აღარ გავიდა. ვიფიქრე, იქნება, გამოშვებაში არ ჩაეტია და პარასკევს გავა მეთქი, მაგრამ შენც არ მომიკვდე, არც პარასკევს იყო. აღარც კი ვიცი, რა ვიფიქრო. ნუთუ, მედიასაშუალებამ არ უნდა განმარტოს, რა მოხდა?, “ - წერს მეტრეველი. 198 1-ს მოსწონს
|