საზოგადოება ქართველი ოფიცრის მიმართვა ქისტებს -„თუ ქართველ ხალხს, მიწას დაემუქრებით, თქვენს მხრებზე თავები აღარ იქნება“ 2018, 4 თებერვალი, 14:51 საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი დავით ნემსაძე, სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის სეპარატისტულ მუქარას ”ვპირდები ქართველებს პანკისი საქართველოსი აღარ იქნება” ეხმაურება და ქისტ ჯარისკაცებს მიმართავს. „სალამ ალ ეიქუმ ჩემო მუსულიმო ძმებო (ვესაუბრები ჩემს ყოფილ ჯარისკაცებს) უამრავი თქვენგანი დღემდე მეხმიანება, მე ამაყი ვარ იმით რომ თქვენთან ერთ ჭერ ქვეშ ყაზარმაში ცხოვრების ბედნიერება მქონდა. თქვენ ღირსეული ხალხი ხართ და უყურებდით განსხვავებას ჩემსა და იმ ნაძირლებს შორის რომლებსაც ფორმა ფულის გამო ეცვათ. მე ყოველთვის ვიდექი თქვენი ღირსების, სარწმუნოების, და პატივის დაცვის სადარაჯოზე. დამყავდით მეჩეთში სადაც თქვენთან ერთად ფეხშიშველი შევდიოდი და ყურანს უსმენდი ამიტომაც ვიმსახურებდი თქვენგან ნდობას და დიდ სიყვარულს რასაც დღემდე ვგრძნობ. ჯანავარ (მგელი) ეს თქვენ შემარქვით. არასასურველ ნაძირალებს კი ილან (შხამიან გველებს) ეძახდით. იმ სიყვარულის გამო რაც ჩვენ გულებში დავნერგეთ, ჩემო გამოზრდილო უმცროსო ძმებო, მე უფლება მაქვს თქვენ დღეს საჯაროდ მოგმართოთ ჩათვალეთ ისე როგორც მწყობრის წინ. ვწუხვარ და ვიზიარებ თქვენს ტკივილს თამირლანის გარდაცვალების გამო, ვერავინ ვერ გამოვა და მის მამას ვერ ანუგეშებს რადგან მისი გული სავსეა სევდით და შურისძიების გრძნობით. ჩემ ღმერთს ვფიცავ, არ მინდოდა ამაზე საუბარი და ჩუმად ვიყავი მანამ სანამ ეს პირადი ტრაგედია ჩემ სამშობლოს არ შეეხო. არც მთავრობის წევრი ვარ, არც საჯარო მოხელე და არც თმენის და დუმილის ვალდებულება მაქვს. წარმოშვებით სვანი ვარ და არც ქისტებზე ნაკლები პრინციპული და იდეისთვის თავგამწირველი სისხლისამღები ვარ. ამიტომ ვსაუბრობ პირდაპირ! მაჩალიკაშვილის მამის განცხადება რომ “ვპირდები ქართველებს პანკისი საქართველოსი აღარ იქნება" გულსატკენი და დამამცირებელი იყო. ყველაფერი გააკეთა ნაცებმა და რუსთავი ორმა ასევე სხვა ე.წ. ტელევიზიებმა რომ მისგან ეს სიტყვები მოესმინათ. სახეზეა ფსევდო ჟურნალისტიკის და ურაპატრიოტუზმის შედეგი. მაჩალიკაშილის მამას რომ ეთქვა „ჩემი ტრაგედიის გამო კონკრეტულ პირებს სიცოცხლით ვაზღვევინებო" ხმასაც არ გავიღებდი, უთანაგრძნობდი კიდეც ამ ვენდეტას, მაგრამ ერთი შვილი კი არა, ათი რომ მოუკლან და თანაც ათივე უსამართლოდ, ქართულ მიწაზე ასეთ საუბარს ვერავის ვერ გაუგებ და არც ვაპატიებ. ქართული მიწის მტერს ვინც შეგნებულად იზიარებს ამ გამწარებული კაცის გააზრებულ თუ გაუაზრებელ ისტერიას მინდა გაუკეთო გზავნილი „თქვენს მხრებზე თავები არ იქნება, თუ ქართულ მიწას და ქართველ ხალხს დაემუქრებით" თქვენ ჩვენს მიწაზე სტუმრად მიგიღეთ და პატივი ეცით ამ ღირსეულ ჟესტს კაცი დედაკაცისგან იმით უნდა გაირჩეს რომ უბედურებამ ისე არ დააბრმაოს უღირსი რამ აკადრებიოს. თუმცა უღირსობა არც დედაკაცს ეპატიება და კაცს კი ორმაგად არ შეშვენის. უმადურობა ჩვენი რელიგიების მიხედვით დამღუპველი ცოდვაა უძღებობა და მოღორება კი დასჯადია უფლის მიერ. არ ვინტერესდები დამნაშავე იყო თუ არა თემირლანი. მე ის სასიკვდილოდ შემეცოდა ისე, როგორც 2008 ომის მონაწილე თარხან ბათირაიშვილი. სახელმწიფოს და ხელისუფლებას მისი საქმე აქვს, რაც უნდა ის ქნას. ხელისუფლებები მიდიან და მოდიან ქართველი და ქისტი ერი კი მუდამ უნდა იყოს. წინა ხელისუფლებამ ოჯახში ამოწყვიტა აფრასიძეების ოჯახი, ვერტმფრენიდან რაკეტებით დაბომბეს მთელი სოფელი და უდანაშაულო ხალხი ჩაჟლიტეს, მაგრამ არცერთ ჭირისუფალ სვანს არ გაუვლია გულში სვანეთი საქართველოს ტერიტორია აღარ იქნებაო. ტერორისტებად არ იბადებიან ტერორისტებად ხდებიან და ამ პროცესში სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის შემუშავება აუცილებელია. პანკისი არაფრით გამორჩეული რეგიონი არაა და ნურავინ ცდილობს მაქაობას განსხვავებული იარლიყი მიაწეპოს. დღეს საქართველოს უჭირს და პანკისიც ისე ცხოვრობს როგორც: რაჭა, გურია, სვანეთი და სხვა რაიონები. პრივილეგიის მოთხოვნის უფლება არავის არ აქვს. თუ რომელიმე ჩვენს სტუმარს არ მოსწონს საქართველო ადგეს და წაბრძანდეს აგერაა გარუსებული ჩეჩნეთი, აგერ თურქეთი, აგერ სირია და არაბეთი გზა ხსნილია და არჩევანშიც არავინ არავის არ ზღუდავს. ჩემო მუსლიმო ძმებო გახსოვთ ნაცებმა როგორ მოგიწყოთ ლაფანყური? რატო მათ ვერ უბედავდით ასეთ სეპარატისტულ ყროყინს? მე არ ვიცი ეს ხელისუფლება რატომ მალავს ამ უბედურების დეტალებს, მაგრამ თქვენ ხომ იცით ე.წ. ადგილობრივი ბანდა რომელიც ნაცების მიერ იყო გადაბირებული და წახალისებული, როცა პოლიტიკური აჟიოტაჟი მოუნდათ, მათი გვამებიც კი გამოიყენეს. ასეა ჯგუფების ინტერესზე არუნდა დავიყვანოთ ჩვენი ერის ინტერესები. თარხან ბათირაიშვილიც ნაცებმა გაწირეს, მსოფლიო ნადირობდა თარხანზე და ისე მოკვდა, რომ ქართველი ერის და საქართველოს წინააღმდეგ არაფერი ამოუთქვამს. პირიქით ის სულ საქართველოს მტრებს ემუქრებოდა. არც მისი მამა გამომდგარა და დაუგმია ქართველი ერი. არავინ ამბობს, რომ ბათირაიშვილის ტერორიზმი მოსაწონი იყო, მაგრამ მას არასოდეს გაუქნევია ხელი იმ მიწისკენ და იმ ხალხისთვის, სადაც გაიზარდა მეტადრე აქაური ხელისუფლების მიერ იყო გაუბედურებული და სწორედ მათგამო გახდა იძულებული შეერთებოდა სამყაროში დაგმობილ ცოცხალ სიკვდილს. ჩემო მუსლიმო ძმებო, ჩვენ გვაერთიანებს კავკასიური ერთობის იდეა, ტრადიციები ერთი რასის შვილები ვართ. გაიხსენეთ, ჯოხარ დუდაევის და ზვიად გამსახურდიად ძმობა. ჯოხარის შეთვლილი სიტყვები როდესაც ზვიადს სომხეთში უმუხთლეს. და ჩეჩნეთში ჩასული ზვიადის მიერ ნათქვამი ჯოხარის სიტყვა „ჩემი უფროსი ძმა და მასწავლებელი". აი ასეთი ძმობა და გაგება არის ფასეული ჩემი საუბარი ლირიკა არაა ეს ისტორიაა რაზეც დგას ჩვენი ურთიერთობა. თამირლანის საქმეში, ისე როგორც ბათირაშვილის, ჩატაევის და ლაფანყურის საქმეში ნაცების ბინძური პოლიტიკური ხელი ურევია. ამ ხელისუფლებას უნდა ეყოს გამბედაობა ამ კუთხით დაანახოს ხალხს სიმართლე. ხელისუფლება ვალდებულია ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ აღძრას საქმე სახელმწიფოში დესტაბილიზაციის და სეპარატიზმის წახალისების მუხლით. ხოლო მას განურჩევლად სარწმუნოებისა, ეროვნებისა თუ სქესისა ვისაც ქართული მიწების დაშლაზე ექნება ამბიცია იქნება ეს ჭირისუფალი, დაზარალებული თუ დამზარალებელი, ვაფრთხილებ მხრებზე თავი არ შერჩება. მე გესაუბრეთ გულახდილად და არაფერი განსხვავებული არ მითქვამს, უბრალოდ საჯარო იყო ჩემი სიტყვები. არ შეუშვათ სულში შაითანი (ეშმაკი) და არ მოაწამლიოთ გულები ილან-ს (შხამიან გველებს) დარჩით ჯანავარებად მგლებად. მიყვარხართ ყველა ყოვლისშემძლე ალაჰი იყოს თქვენი შემწე., “ - წერს დავით ნემსაძე. 3016 7-ს მოსწონს 1-ს არა
|