სისხლის სამართალი ორი მოზარდის დაჭრის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა 2018, 3 თებერვალი, 16:49 საქმე ეხება 31 იანვარს მომხდარ ფაქტს. წითელ ბაღში მომხდარი დაპირისპირება 117-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს : განზრახ, მძიმე დაზიანებას, მკვლელობის მცდელობას.
როგორც პროკურორმა განმარტა, ბრალის დამძიმება საქმეში წარმოდგენილმა ახალმა მტკიცებულებებმა გამოიწვია.
დაცვის მხარე, განაჩენს არ ეთანხმება და გასაჩივრებას აპირებს. ადვოკატის თქმით, მათ დააპატიმრეს ბავშვი, რომელიც წარჩინებით
სწავლობს და ემზადებოდა ეროვნული გამოცდებისთვის.
დაჭრილი მოზარდები კვლავ საავადმყოფოში არიან, მათ ჭრილობა გულის არეში აქვთ მიყენებული. 18 3-ს მოსწონს
|