x
image
ნათია ჩხობაძე
Mediator image
ხშირად ისინი ბავშვების მოყვარულებად გვევლინებიან-როგორ ამოვიცნოთ პედოფილები
როგორ ამოვიცნოთ პედოფილი სხვა ადამიანებში? ბოლო დროს მომხდარი ფაქტები საზოგადოებაში შიშს იწვევს, არიან კი დაცული თქვენი შვილები მსგავსი დანაშაულისგან? აქვთ ბავშვებს ის ინფორმაცია, რომელიც მათი უსაფრთხოებისაა საჭირო? ალბათ არა! მშობლებს არ აქვთ ასეთი ინფორმაცია და არც თქვენს შვილებს არ აქვთ დაცულობის გარანტია. ყველაზე ხშირად კი პედოფილები ჩვენთან ახლოს უნდა ვეძებოთ. არსებობს ნიშნები, ფაქტები, თვისებები, რომლებიც ერთმანეთთან უნდა დავაკავშიროთ და საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში მინიმუმ მოვაშოროთ ბავშვი ამ ადამიანს. ყურადღებით წაიკითხეთ და გაანალიზეთ ინფორმაცია.პედოფილები

პირველ რიგში უნდა იცოდეთ: პედოფილი ნათლად არ გამოხატავს საკუთარ თავს, მათი გამოააშკარავება ძალიან რთულია.


პედოფილის ფსიქოლოგიური პორტრეტი:


პედოფილი არის ადამიანი, 16 წელს ზემოთ, რომელიც მინიმუმ 5 წლით უფროსია მსხვერპლზე-უმეტესად მამაკაცი, თუმცა არსებობენ ქალებიც.

ძირითადად ის კარგად იცნობს ბავშვს... შესაძლებელია ახლობლების წრიდან, უმეტესწილად მნიშვნელობას ანიჭებს ბავშვებს 14 წლამდე.


პედოფილი შეიძლება იყოს დაქორწინებული, (უმეტესად ჰეტეროსექსუალია), განქორწინებულიც ან მარტოხელაც.

გარეგნულად, სოციალურ დონეზე რომ განვიხილოთ, საყურადღებოა მათი გადამეტებული სიყვარული ბავშვისადმი. ზრუნვა, საჩუქრები, ფერება. უფრო მეტად, მიჯაჭვულობა ბავშვისადმი. ღრმა ფსიქოლოგიურ დონეზე, პედოფილს არ სურს ბავშვისთვის კარგი, ის ზრუნავს საკუთარ ინტერესებზე.image

ურთიერთობაში ის თითქოს ბავშვს ბევრის უფლებას აძლევს, ანებივრებს მას.

ხშირად ისე იქცევა, თითქოს თვითონაც ბავშვია...რამდენადმე ინფანტილურია.
თითქმის არ ინტერესდება საპირისპირო სქესით(ზრდასრულებით), მიუხედავად იმისა, რომ ჰეტეროსექსუალია, არ შედის ურთიერთობაში საპირისპირო სქესის ადამიანებთან, არ აქვს ფლირტი, თუმცა ბავშვებთან უცებ ნახულობს საერთოს.

პედოფილი შეიძლება იყოს საშუალო სიმაღლის, მემარცხენე. (მისი წამყვანია ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო)

პედფილს შესაძლოა ბავშვობაში გადაეტანა ქალა-ტვინის ტრავმა(13 წლამდე).

ძირითადად IQ -მაჩვენებელი დაბალი აქვთ. მას შესაძლოა ჰქონოდა შინაგანი ნერვული სისტემის განვითარების დარღვევა, თუ დედა ორსულობის დროს მოიხმარდა ალკოჰოლს. ამის გამო საბაზისო ინსტიქტები დაზარალდა.

ბავშვის აღქმა ნორმალურ ადამიანში იწვევს დამცავ ინსტიქტებს, როგორც მშობელი, პედოფილში კი - სექსუალურს..პედოფილის ამოცნობა

ხშირად პედოფილები არიან მალული ალკოჰოლიკები.

პედოფილები ზოგჯერ რეალურად არ კავდებიან ბავშვთან სექსუალური კავშირით, იყენებენ ამისთვის საბავშვო ფილმებს, ინტერნეტს, საბავშვო სექსუალური ხასიათის ფილმებს და ასევე უყვართ მულტფილმები.

პედოფილი ძალიან არის მიჯაჭვული ამორჩეულ მსხვერპლზე(მაგრამ ეს არ არის მამაშვილური ან დედაშვილური სიყვარული).


პედოფილები უმეტესწილად არ სჩადიან სექსუალურ ძალადობას, მაგრამ კავდებიან ბავშვებთან სექსუალური ხასიათის თამაშებით, მათზე ძალადობენ ფსიქო-ფიზიოლოგიურად. მიუხედავად ამისა, პედოფილია მძიმე დანაშაულია.

პედოფილები ზედმეტად ყურადღებიანები, მზრუნველები არიან სხვების შვილების მიმართ, გვევლინებიან კარგ აღმზრდელებად, კარგ მამებად. მათი აღმოჩენა ჩვეულებრივ ფსიქოლოგს ან ფსიქიატრს შეუძლია.

ძირითადად პედოფილებად გვევლინება ბავშვის ახლობელი ადამიანები, ოჯახის წევრებიც.


ასწავლეთ ბავშვს: თქვას "არა", არ გაჰყვეს არც უცხოს და არც ახლობელ ადამიანს თქვენი ნებართვის გარეშე.

გახსოვდეთ: ცოდნას, დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენი შვილების უსაფრთხოებისთვის!

აუცილებლად გააზიარეთ!







0
316
4-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
Mediator image
316
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0