სისხლის სამართალი დასახვრეტად გამზადებული ქართველი და ციხიდან მოპარული ცხედარი-ვაჟკაცობის დაუჯერებელი ისტორია 2019, 23 მარტი, 13:13 1978 წელს სამეგრელოში, კერძოდ სოფელ ჯვარში მდებარე წვენების ქარხანამ, გამოუშვა გამაგრილებელი სასმელი, რომლითაც რუსეთის ტერიტორიაზე მოიწამლა 5 ადამიანი. ისინი ყველა დაიღუპა. ამის შედეგად, რუსეთმა გასცა ბრძანება: " დასჯილიყო, ქარხანაში მომუშავე ყველა ადამიანი, ხოლო მათგან 5 სიკვდილით". ძიების შემდეგ ბრძანება სისრულეში უნდა მოეყვანათ. ალექსანდრე (გვარს არ დავასახელებ), რომელსაც ქარხანაში სულ 2თვიანი მუშაობის გამოცდილება ქონდა. აღსანიშნავია, რომ მათ ვისაც ჰქონდა "ნაგროვები ათასობით მანეთი", შეძლეს უმაღლესი სასჯელი აეცილებინათ და დახვრეტა მიესაჯათ იმ ხუთ ადამიანს რომელსაც თავის დაცვის საშუალება არ ქონდათ. ალექსანდრე, რადგანაც ქარხანაში ახალი მისული იყო და შესაბამისად არც იცოდა რეალურად იქ როგორ ხდებოდა ყალბი წვენების წარმოება, ფქირობდა, რომ ადვოკატიც არ სჭირდებოდა თავის დასაცავად. თუმცა შეცდა და სწორედ ისინი დაისაჯა უმძიმესი განაჩენით, ვისაც ნაკლები პასუხისმგებლობა ეკისრებოდა, მათ შორის იყო დარაჯიც. ძიების შედეგად, 1 წელი გავიდა, ამ 5 ადამიანს დახვრეტის განაჩენი გამოუტანეს, ალექსანდრეც მათ შორის იყო. ალექსანდრე ზ. ერთად-ერთი იყო იმ ხუთი ადამიანიდან, რომელიც განაჩენის გამოტანის შემდეგ არ დაუხვრეტიათ. მისი სახელი, როგორც მართალი და კეთილსინდისიერი ადამიანის რატომღაც არ აძლევდათ განაჩენის სისრულეში მოყვანის საშუალებას. მან 3 წელი გაატარა დასახვრეტ კამერაში. ციხეში ის წერდა ლექსებს, ოჯახზე, ძიებაზე, სასამართლოზე. საბოლოოდ ალექსანდრე ზ. ციხეში, ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. თუმცა მისი ისტორია იქ არ დასრულებულა... როგორც ცნობილია, კომუნისტების პერიოდში მკვდარი პატიმარიც კი არ თავისუფლდებოდა სასჯელისაგან, კერძოდ თუ პატიმარი ვადაზე ადრე გარდაიცვლებოდა, დარჩენილ სასჯელს ციხის სასაფლაოზე "მოიხდიდა".ვადის გასვლის შემდეგ შეეძლო ოჯახს გადაესვენებინათ. დახვრეტილი პატიმრის საფლავი იკარგებოდა, მისი ადგილსამყოფელი უცნობი რჩებოდა. პატიმრის ქვისლმა, ტ.ჯ-მ მოახერხა და გაჰყვა იმ მანქანას, რომელსაც დასამარხად მიყავდა პატიმარი. შემდეგ იმისათვის, რომ საფლავის ადგილი ღამითაც ეპოვა, მასზე ნიშანი დატოვა. პატიმრის "ორმოცი დღისთავი" ხდებოდა, როცა ტ.ჯ-მ, დეკემბრის სუსხიან ღამეს, მოძებნა საფლავი, გათხარა და ალექსანდრეს ცხედარი ამოიყვანა. ამის შემდეგ ალექსანდრეს ყალბ სასაფლაოზე, სადაც ოჯახს ცარიელი კუბო ჰქონდა დამარხული ტ.ჯ-მ ალექსანდრე წესისამებრ დამარხა, ხოლო ზემოდან ცარიელი კუბო დაადო, რომ ეჭვის შემთხვევაში, თუ ამოთხრიდნენ, მათ ცარიელი კუბო შერჩებოდათ ხელში. გულისთქმა ეს ცხოვრება ბევრისათვის გაჩენილა მეტად ტკბილი, ბევრი ლარობს, დროს ატარებს, სიცოცხლე აქვს წყნარი-თბილი, ზოგს ქარბუქი დასტეხია, არ ასვენებს, არ აქვს ძილი, სულ ტანჯვაში, გარჯაშია და არ უჩანს შრომის წვლილი, დაბადებიდანვე დამყვა მწარე შრომა, გარჯა დიდი, ვერ შევეწყე ბოროტებას და ვერ გავხდი ფლიდზე ფლიდი, კაცისთვის დიდ ღირსებად პატიოსან შრომას ვთვლიდი და ამ გრძნობით მე ვფიქრობდი ტკბილ ცხოვრებას მოვიმკიდი. ჩანაფიქრი არ გამართლდა და სიკეთეს არ აქვს ფასი, კაცად არვინ ჩაგთვლის მასინ თუ არა გაქვს ოქროს თასი, მართალ კაცად ვერ დარჩები მოწმე გყავდეს თუნდა ასი, შინაურსაც არ უდიხარ და ვეღარ გცნობს შენ მოყვასი. კარგი კაცი დღეს ის არის, ვისაც ბევრი უპოვია, ფულით ჯიბე გაუვსია და სხვასაც ბევრი უშოვია, შრომით თავი არ მოუკლავს, სხვისი სისხლი უწოვია, ბედსაც ეზო შეუღობავს, შიგ ფულები უთოვია. ყოველმხრიდან დიდკაცების და ძიების ჯარი უგას, მხარდაჭერა არ აკლია, სავარძელი ყველგან Uთგას, დანაშაულს თუმცა სჩადის, დამცველების გუნდი უდგას, არაფრის არ ეშინია, მაშ გაბედე, ესვრი გუნდას?! ზედმეტობა ჩაგვრა თურმე სხვა დროშიაც არსებულა, ბევრი მართალი დასმულა, ბევრის თვალი დავსებულა, დღესაც ვხედავ ეს ქვეყანა მჩაგვრელებით ავსებულა, მართალი და ალალკაცით ციხეები ავსებულა. მუქთახორულ, ბინძურეს საქმეს, ვერ შევძელი ავყოლოდი, სინდისი სულ დამეკარგა და ბოროტ გზას გავყოლოდი, მე ვერ შევძელ ზოგის რჩევას, მოწოდებებს დავყოლოდი, დავმდგარიყავ იმათ გვერდით, იმათ საქმეს ჩავყოლოდი. ცხადი არის მათ გააჩნდათ სიმდიდრე და ფული დიდი, სუყველაფერს კადრულობენ, ყოველ წუთში იყვნენ ფლიდი, სახელს მართლაც იხვეჭავენ, საქმეც ქონდათ დიდზე დიდი, განდიდების სახელს ფლობდნენ, კაციც ჰყავდათ ალბათ დიდი. აქ რომ ვიღაც მტყუანია დღეს, რომ ზიან ყველა ერთად განდიდებულთ არ ამბობენ, აღარ ახსენებენ ღმერთად, ან მართალმა რა იღონოს, დარჩენილა მარტო კენტად, განა ეს სამართალია დაისაჯოს ყველა ერთად? ჰე, ცხოვრებავ! დღეს მაინც ჰქენ, გაარჩიე სამართალი, დამნაშავე გაამტყუვნე კეთილს არგუნე მართალი, ბოროტი კაცი ამხილე, არ დაუკარგო სათალი, ალალ კაცს დღეს ნუ მოუსპობ, არ დაუკარგო მართალი. ეჰ, ცხოპვრებავ შემობრუნდი და ემსახურე სიმართლეს, მართალ კაცს დარდი მოუსპე და გზას უნათებდე ყოველდღეს, ალალ შრომაზე სიხარულს დაუმატებდე ყოველ წელს, ერთხელ ღარიბიც გვანახე ამღერებული ახალ წელს. ყველას შეცვლოდეს ბუნება, აზრი, ჭკუა და გაგება, ყველა კაცს კაცის სჯეროდეს, არ სურდეს ცუდის გაგება, კაცისთვის ცუდი არ სურდეს და ხაფანგისა დაგება, მაშინ Xმამაღლა ვიტყოდი:"ასრულდა დიდი განგება" 19 თებერვალი, 1980 წელი. ბოლო სიტყვა ანუ თხოვნა მოსამართლეს ბრძნული სიტყვა სოთას თქმული, დღესაც ბევრს აქვს გულში მძევლად, "თქმა მართლისა სიმართლისა ხესა შეიქმნს ხმელსა ნედლად" დიდმა ღმერთმა დამანათლა რომ სიმართლეს ვმსახურობდე, ჩემი ხალხის სამსახურში მუდამ თონეს ვახურებდე. მასში ბევრი ოფლი იყო კარგ კაცობის და სიმართლის, არ დამიფასდა ეს შრომა, ან კი რა მექნა იმათთვის. გულში არასდროს მქონია ბოროტი ზრახვის საქმენი, ქვეყნის დოვლათის შექმნაზე არვის ქონია სათქმელი. ყოვლად მართალი ვიყავი, და ასეც მთვლიდა ქვეყანა მაგრამ წვენების საქმენმა ყველა ციხეში ჩაგვყარა. აქ არ ყოფილა გარჩევა ვინ მტყუანი ან მართალი, თექვსმეტი თვეა ვიბრძვივარ ვერ ვპოვე მე სამართალი. ყველა კუთხეს დავეჯახე, ყველა გვერდზე გზა ვეძიე, გული ტყუილად გავიხეთქე სიმართლეს ვერ მივაღწიე. ცოდნა ვსინჯე, ბევრი ვსცადე, არ გამოდის არაფერი, დღეს სიმართლე ფული არის, დაენაცვლოს ყველაფერი. სად მართალი, სად მტყუანი, სად ბატკნი ან სად მგელი, მე ანგედოტს არ გახსენებთ ეს ნათქვამი არის ძველი. ბატკანს რა აქვს მგელს, რომ მისცეს ანდა რით დაიცვას თავი, ბატკანივით მართალი ვარ არ მიქნია საქმე ავი. არვის სჯერავს მოსამართლევ ვინმე იყოს დღეს მართალი, თქვენც თუ ასე მოგვიდგებით არ ყოფილა სამართალი. კანონი განა დასჯაა? კაცი ციხისთვის ამზადოს? თუ ვინმემ მცირე შეცოდა ნუთუ ის ვეღარ აღზარდოს? ბატონო მოსამართლენო აღზრდა სულ მთლად დაკარგეს, ვეღარ არჩევენ სამართალს, ვეღარ არჩევენ ავ-კარგებს. ყოველმხრივ განწმენდილი ვარ არა მაქვს დანაშაული, არვისტვის წამიგლეჯია არც მანეთი არც შაური. მოსამართლენო თქვენზე დგას, საკითხი საქმის რჩევისა, კაცის სიმართლის დაცვისა, სიცოცხლის გადარჩენისა. გარწმუნებთ, რომ ვარ მართალი, რწმენა მაქვს მე სიმართლისა, ობიექტურად შეხედეთ იმედი მქონდეს ხვალისა. მე არ მაქვს ფული, არც ოქრო, არც ფასიანი ნივთები, "კაპიტალი" ვარ ქვეყნისთვის თუ თქვენით ასე ვიქნები. თუ ვინმემ რამე დატაცოს, ქვეყანას რამე წაერთვას, ამისთვის მე რად ვიტანჯო, ან სიცოცხლე რად წამერთვას. ჰუმანურია კანონი თქვენც ჰუმანური ბრძანდებით, თავისუფლება მისმინეთ ბოლოს, რომ გამობრძანდებით. დაგლოცავ იბედნიერე, მეტად გამაგრდი კლდეზედა, სიმართლის ნერგმა იხაროს დარგო თუ სალსა კლდეზედა. 21 თებერვალი, 1980 წელი ალექსანდრე იყო ბაბუაჩემი, რომელსაც არ ვიცნობდი, თუმცა ვიცნობდი ტ.ჯ-ს. ვიმედოვნებ ამ ისტორიას ოდესმე დეტალურად მოგიყვებით. ავტორი:ნათია ჩხობაძე 572 2-ს მოსწონს
|