x
image
ნათია ჩხობაძე
Mediator image
საქართველოში დედამ მცრეწლოვანი ქალიშვილი მოკლა

გულნარა საიპულაევამ საკუთარი 5 წლის ქალიშვილი მოწამლა. ქალმა უკვე მისცა სასამართლოს აღიარებითი ჩვენება. როგორც უკვე გახდა ცნობილი, ქალიშვილის არსებობა, მას ხელს უშლიდა თავისუფლად ცხოვრებაში. ქალს ქმართან გაშორება და უკან, მშობლების სახლში სურდა დაბრუნება. იმის გამო, რომ შვილთან ერთად მას მშობლები არ მიიღებდნენ, გადაწყვიტა გოგონას სიცოცხლის მოსპობა. image

ის თავის ქმართან, ბახტირ ომაროვთან ერთად ფერმაში ცხოვრობდა. მძიმე ცხოვრებისეული პირობების გამო, გადაწყვიტა მშობლებთან დაბრუნება. მანამდე, კი თავისი გოგონა მოწამლა. გულნარა საიპულაევამ, რძეში ნეოციდოლის ამპულა და სხვა მომწამვლელი ნივთიერებები გაურია და გოგონას, 5 წლის ლუიზას დაალევინა. როცა პროკურატურის წარმომადგენლებმა ბავშვის მოწამვლის შესახებ ქალს კითხეს, მან არაფერი უპასუხა. ხოლო, 6 დღის შემდეგ გულნარა თავის მეუღლეს გამოუტყდა, რომ გაუზრებლად მოიქცა და ბავშვი მოწამლა. ქალი დაკავებულია, თუმცა გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.imageწყარო:ნიუ რუსთავი


4
1065
3-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
Mediator image
1065
  
2017, 14 ოქტომბერი, 12:26
ნებისმიერი რამ შეეძლო მოკვლის გარდა, დაეტოვებინა, გაეშვილებინა, მაგრამ საკუთარი ხელით ბავშვი მოწამლა. გააზრებული და დაგეგმილი ქონდა.
2017, 14 ოქტომბერი, 12:04
რა ცუდია, რომ ბავშვები არ ირჩევენ მშობლებს
2017, 14 ოქტომბერი, 12:02
არვიცი, ამას ნორმალურ ჭკუაზე მყოფი ,როგორ გააკეთებს
2017, 14 ოქტომბერი, 11:56
ვაიმეე ეს რა საშინელებაა... საწყალი ბავშვიიი :(
0 1 4