განათლება ნოტების გამოგონების ისტორია 2018, 4 თებერვალი, 9:46 იმაზე თუ გიფიქრიათ როდისმე, თუ ვინ მოიგონა ნოტები და რატომ მაინცა და მაინც – დო–რე–მი–ფა–სოლ–ლა–სი? და საერთოდ, რას ნიშნავს ეს ბგერები? ყველასთვის ცნობილი ნოტების გამომგონებლად იტალიელი ბერი გვიდო არეტინელი (ლათ. Guido Aretinus; იტ. Guido d'Arezzo) ითვლება, რომელიც 990-1160 წწ. ცხოვრობდა. ისევე, როგორც ყველაფერი მშვენიერი, იმ პერიოდში, ნოტებიც ფლორენციის სიახლოვეს, ტოსკანის ქ. არეცოში შეიქმნა. ხოლო, ფლორენციაში მის გამომგონებელს ძეგლი დაუდგეს. გვიდო მშობლიურ ქალაქში მუსიკის მასწავლებელი და საეკლესიოს გუნდის ხელმძღვანელი იყო. მაგრამ, სხვადასხვა ეკლესიების მიწვევით, ძალიან ბევრს მოგზაურობდა და ტაძრის მგალობლებს საგალობლებს ასწავლიდა. სწორედ ამიტომ, მას ერთი აზრი არ ასვენებდა. ბერს უნდოდა ისეთი სისტემის შექმნა, რომლის გამოყენებით, მუსიკა ყველასთვის გასაგები იქნებოდა და მგალობლები მის გარეშეც შეძლებდნენ სიმღერების შესწავლას. ერთხელ, რთული მელოდიის დამახსოვრების იოლი გზის ძებნისას, აკროსტიქის (ლექსი, რომლის ყოველი სტრიქონის დასაწყისი, ბგერებით, რაიმე სიტყვას ან ფრაზას, ზოგჯერ ტექტსაც შეადგენს) საფუძველზე, რომელიც იოანე ნათლისმცემელს ეძღვნებოდა, გვიდომ სოლმიზაციის (მარცვლებით გამის საფეხურების აღნიშვნა) სისტემა გამოიგონა: UT queant laxis ტექსტში, სტრიქონების დასაწყისში მოცემული ყველა ნოტი, პირველის გარდა, ხმოვანი ბგერით მთავრდებოდა და სამღერად მარტივი იყო. ხოლო მარცვალი ut – დახურულია და სხვების მსგავსად, მისი მღერის შეუძლებლობის გამო, XVI საუკუნეში, ოქტავის პირველი ნოტი, do-თი (სავარაუდოდ, ლათინური სიტყვიდან – Dominus, რაც უფალს, ბატონს ნიშნავს) ჩაანაცვლეს. დღეს, ნოტების თანამედროვე ინტერპრეტაცია ასეთია: Do – Dominus – უფალი; გვიდოს ავტორიტეტის წყალობით, მის მიერ მოგონილი მუსიკის ბგერებით გადმოცემის სისტემა, ჯერ დასავლეთ ევროპაში დაინერგა და ხოლო შემდეგ, დანარჩენ მსოფლიოში გავრცელდა. მანვე მოიგონა ნოტების ქათალდზე ასახვის ხერხი. ხოლო, გუნდის გამოსვლის დროს, ის ნოტების მისანიშნებლად, მარცხენა ხელსის თითებს იყენებდა, – მისი სახსარში მოხრილი თითების მონაცვლეობით, გუნდის წევრები ხვდებოდნენ, თუ როდეს რა ნოტი უნდა ემღერათ. გვიდო, მუსიკის წერისას, კვადრატული ფორმის ნიშნებს, როგორც თვითონ ეძახდა, ნოტებს (ლათ. nota – ნიშანი) იყენებდა, რომლებსაც 4 პარალელურ ხაზზე ათავსებდა. დღეს 4-ის ნაცვლად 5 ხაზია და ნოტის აღმნიშვნელი ნიშანი, კვადრატის ნაცვლად, მრგვალია. მაგრამ, გვიდო არეტინელის მიერ დანერგილი პრინციპი უცვლელი დარჩა.
2253 13-ს მოსწონს
|