x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
სოკოლოვის ხელფასი წამყვანებმა გადავინაწილეთ, იმედი არაფერ შუაშია”- ნინო კუზანოვა
image


„პრაიმშოუს“ ერთერთი წამყვანი ნინო ნადირაძე-კუზანოვა სოციალურ ქსელში აკონკრეტებს, რომ დავით სოკოლოვის ხელფასს დანარჩენი 6 წამყვანი გადაიხდის და არა ტელეკომპანია.


“ბატონი დავითის ხელფასი წამყვანებმა გადავინაწილეთ, იმედი არაფერ შუაშია”-წერს ნინო ნადირაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.


შეგახსენებთ, პირველი არხის ყოფილ წამყვან, დავით სოკოლოვს ტელეკომპანია “იმედზე”, გადაცემის წამყვანობა გუშინ შესთავაზეს და შესაბამისი კონტრაქტიც გაუფორმეს. ის “პრაიმშოუს” საპატიო, მეშვიდე წამყვანი იქნება და თვეში ერთხელ შეუერთდება წამყვანებს. სოკოლოვს ამის შესახებ გადაცემაში შეატყობინეს, მან ემოციები და ცრემლები ვერ დაფარა.



საზოგადოებაში მძაფრი რეაქცია გამოიწვია დავით სოკოლოვის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ. ცნობილი წამყვანი ავადმყოფ მეუღლესთან ერთად მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს. როგორც მან შემდგომში ჟურნალისტებთან განაცხადა, ოჯახმა ბინა დაკარგა, თავშესაფარში კი კარგი მოვლა და პირობები აქვთ. მისივე თქმით, გადასახადს იმ 1000 ლარიდან იხდის, რომელსაც ყოველთვიურად ბიძინა ივანიშვილისგან იღებს.


სოკოლოვი ამბობდა, რომ მისი ოცნებაა, განათება ჩაირთოს და გადაცემები კიდევ წაიყვანოს.



image

1
1683
5-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
1683
  
2019, 30 აპრილი, 17:44
ძალიან გამეხარდა!
0 1 1