საინტერესო ფაქტია ის, რომ ხშირ შემთხვევაში ადამიანის ლიტერატურული გემოვნება
თუ ლიტერატურაც გიყვართ და ჭიქა კარგი ღვინოც განტვირთვისთვის შესანიშნავ საშუალებად მიგაჩნიათ, მაშინ არსებობს ადგილი, სადაც თქვენი გემოვნებისა და ინტერესების დაკმაყოფილებას შეძლებთ. ღვინო, კარგი წიგნი და სრული სიმშვიდე - ასე ახასიათებს ამ ადგილს ფილოლოგი გია მურღულია და ეს არის ”ბიბლუსი გალერეა”. მრავალფუნქციურ სივრცეში წიგნების ფართო არჩევანთან ერთად არის სამკითხველო სივრცე და კაფე „პიატო“, სადაც უიშვიათესი ღვინის მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ.
თეონა დოლენჯაშვილი, მწერალი: "ღვინო და ლიტერატურა ძალიან კარგი ტანდემი გამოდის. თრობა ლიტერატურით უხდება ამ ყველაფერს".
გია მურღულია, ფილოლოგი: "ეს არის ჩემი ოცნება: ერთად - ცოტა ღვინო, კარგი წიგნი და სრული სიმშვიდე. ეს ყველაფერი კი სწორედ „ბიბლუსი გალერეაში“ დამხვდა".
ასე რომ, მშვიდი და საინტერესო განტვირთვისათვის შეგიძლიათ ეწვიოთ „ბიბლუსი გალერეას“, შეარჩიოთ სასურველი ლიტერატურა, შესაბამისი ღვინო და გაატაროთ დრო სასიამოვნოდ.