სხვა შაკირა ფეხმძიმედაა? 2012, 24 ივნისი, 18:14 როგორც მოგეხსენებათ, მომღერალი შაკირა და საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" მოთამაშე ჟერარდ პიკე, უკვე ერთი წელია, რაც ერთად არიან. წყვილმა სულ ცოტახნის წინ სახლიც კი იყიდა. ბოლო დროს კი გავრცელდა
ინფორმაცია შაკირას ორსულობის შესახებ. თუმცა პოპ-ვარსკვლავის წარმომადგენლებს ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ. მომღერლის მამა ამბობს, რომ მოუთმენლად ელის როდის გახდება ბაბუა.
უილიამის თქმით ძალიან მოხარულია, რომ მისი ქალიშვილის გვერდით ისეთი პიროვნებაა, როგორიც პიკე. შაკირამ უკვე გადადო რამოდენიმე კონცერტი, რომლის მიზეზად შეუძლოდ ყოფნა დაასახელა, რაც ეჭვს იმის შესახებ რომ ის მართლაც ბავშვს ელოდება, უფრო აღრმავებს. თუმცა, 35 წლის მომღერალი ამ ეჭვს ჯერჯერობით არ ადასტურებს. 678 5-ს მოსწონს
|