სხვა მურა დათვმა ორი ადამიანი შეჭამა. 2012, 11 ოქტომბერი, 22:38 მურა დათვი მტაცებელი, ძუძუმწოვარი, დათვისებრთა ოჯახისაა. მისი სხეულის სიგრძე 2, 5 მ-მდეა მასა, 480 კგ-მდე აღწევს. ზრდასრული მამრი 780 კგ-მდეა. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც იგი "გრიზლის" სახელითაა ცნობილი. ბინადრობს უმთავრესად მთლიანი ტყის მასივებში, კავკასიისა და შუა აზიის მთებში, ყველგან შედარებით მცირერიცხოვანია. ზოგან განადგურდა. იკვებება მცენარეული და ცხოველური საკვებით. შემოდგომაზე ბუნაგში წვება და ზამთრის ძილს ეძლევა. სძინავს 75-195 დღე. ზამთრის ძილი ზერელეა, ცხოველი საშიშროების შემთხვევაში ტოვებს ბუნაგს, იწყებს ხეტიალს და იკავებს ახალ ტერიტორიას. სამხრეთში სადაც ზამთარი მცირერიცხოვანია, მურა დათვი ბუნაგში არ წვება. მაკეობა 7 თვემდე გრძელდება. 2 წელიწადში ერთხელ შობს 2-3, იშვიათად 4-5 ბელს. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3 წლისა. მცირე სარეწაო მნიშვნელობა აქ, ტყავს იყენებენ უმთავრესად ნოხად, ხორცს-საკვებად. ზოგან აზიანებს ნათესებს, თავს ესხმის შინაურ ცხოველებს ასევე ადამიანებზე თავდასხმასაც შემთხვევებიც არსებობს. მინდა გავიხსენო კამჩატკაზე დატრიალებული ტრაგედია, სადაც 3 მეტრის უზარმაზარმა მურა დათვმა 2 ადამიანი იმსხვერპლა. 13 აგვისტოს ელიზოვსკის რაიონში მდინარე პერეტუნკასთან 19 წლის ოლგა და მისი 45 წლის მამინაცვალი იგორი შეჭამა. 267 5-ს მოსწონს 1-ს არა
|