სხვა 5 წლის რიან კარტერმა მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო 2013, 9 მარტი, 19:00 ერთ-ერთმა ბრიტანულმა ინტერნეტ პორტალმა 5 წლის ბიჭუნას ფოტოების გამოქვეყნებით მთელი მსოფლიო აალაპარაკა. საქმე იმაშია, რომ რიანი თავისი გრძელი, ოქროსფერი თმით ძალიან ჰგავს გოგოს. ბავშვის დედის თქმით, რიანს არასდროს შეჰქმნია პრობლემები თმის გამო. თუმცა, რაც მან სკოლაში დაიწყო სიარული თანატოლები გამუდმებით დასცინიან. ახლა რიანს თმის შეჭრა უნდა. დედას შვილის ულამაზესი თმის შეჭრა არ უნდა, მაგრამ თავს იმით იმშვიდებს, რომ ბავშვის ოქროსფერ კულულებს სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა ცენტრს გადასცემენ, სადაც მისგან რომელიმე პატარასთვის პარიკს გააკეთებენ. 730 13-ს მოსწონს
|