სხვა უცნობი ფაქტები ტიტანიკის შესახებ 2012, 11 ივნისი, 2:19 ტიტანიკი: "ოლიმპიკის" კლასის ინგლისური ლაინერი. XX საუკუნის უდიდესი გემი, რომელიც ზღვაში 1912
წლის 10 აპრილს გავიდა, 4 დღის შემდეგ კი აისბერგს შეეჯახა. გემის ჩაძირვა 2საათისა და 40 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბორტზე სულ 2207 ადამიანი იმყოფებოდა.
ალბათ, ყველას გსმენიათ იმის შესახებ, რომ გემი შეჯახების შედეგად დაზიანდა, თუმცა მისი დაღუპვის შემდეგ გაჩნდა ვერსია, იმის შესახებ რომ ტიტანიკი გასვლამდე უკვე დაზიანებული და ხელახლა აღდგენილი
იყო. თუ როგორ მოხდა ეს, ამაზე პასუხს ალბათ მაშინდელი პრესა გაგცემდათ. საქმე იმაშია, რომ ტიტანიკისა და ოლიმპიკის მშენებლობა გვერდიგვერდ მიმდინარეობდა. გემი რამოდენიმე ხნით ადრე კრეისერს შეეჯახა და ნახვრეტი სწორედ იმ ქვედა ნაწილში ჰქონდა, სადაც ტიტანიკს შეჯახების შემდეგ. ამასთან ეს ორი გემი
ისე ჰგავდა ერთმანეთს, რომ მათი გარჩევა შორიდან შეუძლებელი იყო. შესაძლოა რაღაც დეტალების გაცვლა მართლაც მოხდა, მაგრამ ეს სრულიად დასაშვებია გემთმშენებლობის პრაქტიკაში, მაგრამ საუბარია აფიორაზე. კერძოდ იმაზე, რომ ტიტანიკის დაზიანების ან ჩაძირვის შემთხვევაში კომპანია კარგ დაზღვევებს მიიღებდა, ხოლო უკვე დაზიანებულ ოლიმპიკს არავინ დააზღვევდა. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ პორტში მდგომი ტიტანიკისა და ჩაძირული გემის ნომრები ერთმანეთს არ ემთხვეოდა. კატასტროფიდან უკვე 100 წელი გავიდა. ეს ფაქტები კი დღემდე გაურკვეველი რჩება მსოფლიოსთვის. ეს არის გემი, რომელმაც 1500 მგზავრი შეიწირა და თან ჩაიყოლა ყველა ის ეჭვი, რომელზეც მაშინდელი საზოგადოება გამუდმებით საუბრობდა. 504 6-ს მოსწონს
|