საზოგადოება თბილისში №35-ე სკოლის ორი მოსწავლე დაჭრეს 2018, 31 იანვარი, 22:14 თბილისში ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ისინი რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მოზარდების დაჭრის მიზეზი, თუმცა ინციდენტს შელაპარაკება უძღვოდა. ისინი თბილისის №35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. დაშავებულებს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება, მათ ჭრილობები გულმკერდის არეში აღენიშნებათ. მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოფიციალური კომენტარი მედიკოსების მხრიდან ჯერ არ გაკეთებულა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს ფილტვის არეში აქვს შემავალი ჭრილობა. მედიკოსები ამბობენ, რომ ვერ ადგენენ, რითია ჭრილობები მიყენებული. საავადმყოფოში დაჭრილი მოზარდების მშობლები და ახლობლები მივიდნენ. ისინი მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ. შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 30 1-ს მოსწონს
|