x
image
გემი დალანდი
რა ასაკში უნდა თქვას ქალმა უარი ჯინსებზე
ჯინსი მოდიდან არასდროს გადადის, ის ხომ უნივერსალურია. თუ გინდა სპორტულ სტილს შეუხამებ, თუ გინდა კლასიკურს. მაგრამ, ცოტა ხნის წინ, ბრიტანელმა მეცნიერებმა საინტერესო კვლევა ჩაატარეს და თავისი დასკვნა გამოიტანეს ამ სამოსთან დაკავშირებით.

imageასაკის მატებასთან ერთად, ქალის გარდერობიც განიცდის ცვლილებას. ქვედაბოლო-გრძელდება, სტილი-კლასიკური ხდება, მაგრამ არის რაღაც, რაც მუდმივად კიდია გარდერობში. ეს ჯინსია.

იმ კვლევების თანახმად კი, რომელიც ბრიტანულმა კომპანია CollectPlus-მა ჩაატარა, გამოირკვა, რომ ქალებმა 53 წლისთვის ამ სამოსზე უარი უნდა თქვან.

მკვლევარებმა 50 და 50+ ასაკის ქალბატონებს სთხოვეს მათთვის შესაფერისი ჯინსი მოეძებნათ მაღაზიებში. დავალება პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდა.


რათქმაუნდა, თუ 50 წლის ხართ და ჯერ კიდევ გაქვთ შემორჩენილი საყვარელი ჯინსის სამოსი, მის გადაგდებას არავინ გაიძულებთ, მაგრამ თუ ახალი ჯინსის შეძენას აპირებთ-კარგად დაფიქრდით: თქვენი ძალისხმევა, რომელსაც სამოსის შესაძენად დახარჯავთ, შედეგს და მოლოდინს ნამდვილად ვერ გაამართლებს.

0
366
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
366
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0