რჩევები როგორ შევარჩიოთ სამოსი თმის და კანის ფერის მიხედვით 2019, 4 ივლისი, 15:55
როცა გარკვეულ ასაკს მიაღწევენ, ქალები იწყებენ ფიქრს, თუ როგორ მოახერხონ, რომ უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდნენ. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ სწორად შერჩეული სამოსი საუკეთესო დამხმარეა ვიზუალურად გაახალგაზრდავებაში. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ სამოსის არჩევისას გადამწყვეტი ნიუანსი მისი ფერია.
ქვემოთ ჩამოთვლილი 10 ფერი ვიზუალურად აახალგაზრდავებს ადამიანს:
თუ ქერა ხართ1.ლავანდისფერილავანდისფერი ახალგაზრდულ, მეოცნებე იერს ანიჭებს ადამიანს. ვიზუალურად აქრობს ნაოჭებს და სახეს უფრო ქორფა იერს სძენს. მთავარია, რომ იისფერში არ აგერიოთ, რომელიც პირიქით, ყველა ნაკლს გამოკვეთს. ლავანდისფერი იდეალურად შეგიძლიათ შეუხამოთ თეთრს, მწვანეს, ყვითელ ან ბეჟ ტონებს. 2.ფირუზისფერი ეს ფერი ქერა ლამაზმანებს უფრო მეტ სიკაშკაშეს და აქტიურობას შეჰმატებს. ეს ფერი საუკეთესოდ ეხამება თეთრს და გრაფიტის ფერებს. 3. პუდრისფერი ეს გამაახალგაზრდავებელი ფერების სიის საფუძველია. სწორედ პუდრისფერი შეფერილობა ანიჭებს იერს სიმსუბუქეს, რომელიც ასე დამახასიათებელია ახალგაზრდობისთვის. ბრიუნეტებისთვის1.მდოგვისფერი მიუხედავად იმისა, რომ ეს ფერი ისედაც აქტუალურია, ის შესანიშნავად ეხამება ბრიუნეტების გარეგნობას. ასაკოვან ქალბატონებს ის ელეგანტურობას და თავდაჯერებულობას ჰმატებს. მდოგვისფერი შესანიშნავ ტანდემს ქმნის ზეთისხილისფერთან, ბეჟთან და ბორდოსფერთან. 2.მარჯნისფერი ასეთი ფერის სამოსი მაშინვე მომხიბვლელობის, მიუწვდომლობის და მგრძნობიარე ნატურის ასოციაციებს აღძრავს. მარჯნისფერი მშვენივრად ეხამება ცისფერს, ლიმონისფერს და რძის ფერებს. 3.ლურჯი კობალტი ეს ფერი თავისი მფობელის თავდაჯერებულობაზე მიანიშნებს.გასაკვირი არაა, რომ სწორედ ეს თვისება ახასიათებს ახალგაზრდობასაც. ლურჯი კობალტი შეგიძლიათ შეუხამოთ შავს, წითელს, თეთრს და მარჯნისფერსაც.წითურებისთვის1.ფუქსია წითურებისთვის შესანიშნავი არჩევანია ეს შეფერილობა, რომელიც თეთრ, შავ და ნაცრისფერ ტონებს შეგიძლიათ შეუხამოთ. 2.ზურმუხტისფერი ამ ფერის სამოსი მხოლოდ პოზიტიურ აზრებს აღძრავს, რაც ქალის განწყობაზეც აისახება და შესაბამისად-გარეგნობაზეც. საუკეთესოდ ეხამება თეთრს, ოქროსფერს და იისფერ ტონებს. 3.ნაზი მწვანე ეს ფერი ხაზს უსვამს მოვლილ სახეს, და თუნდაც სახეზე ნაოჭები იყოს, ეს გარეგნობაზე მაინც არ აისახება. თავისი სისადავის წყალობით ეს ფერი შეგიძლიათ უფრო თამამ ტონებს შეუხამოთ:ლილისფერს, ნარინჯისფერს და მუქ ლურჯს.ბონუსიუნივერსალური ვარიანტია ბაცი ცისფერი (ისეთი, როგორიც ცას აქვს), რომელიც ნებისმიერი ტიპის ქალს მოუხდება.თმის ფერის მიუხედავად, ამ ფერის სამოსი მაშინვე ახალგაზრდულ ემოციებს და ასოციაციებს აღძრავს. სტილისტები გვირჩევენ ცისფერი შევუხამოთ ოქროსფერს, ატმისფერს, ზურმუხტისფერს და იასანისფერ ტონებს.265 შეფასება არ არის
|