x
image
გემი დალანდი
როგორ შევარჩიოთ თმის ფერი ზოდიაქოს მიხედვით? - ასტროლოგი გვირჩევს
image


ვარცხნილობა და თმის ფერი დიდ გავლენას ახდენს ქალის თვითშეფასებასა და მის ცხოვრებაზე. ქალებმა კარგად იციან, რომ თმის ფერის და ვარცხნილობის შეცვლით შეიძლება ცხოვრებაც კი შეცვალოთ. თუმცა, შესაფერისი და სწორი ფერის პოვნა ძალიან რთულია, ამიტომ ზოგი ქალი ექსპერიმენტს ერიდება და წლობით ატარებს ერთ ვარცხნილობას და არც ფერს იცვლის, ზოგიც ამას ძალიან წარუმატებლად აკეთებს.

თუ ზოდიაქოს და ასტროლოგების რჩევებს გაითვალისწინებთ, შესაძლოა შეცდომები თავიდან აიცილოთ. ასტროლოგი სტილისტ-კოლორისტი არ გახლავთ, მაგრამ შეუძლია სწორედ თქვენი ფერი გირჩიოთ, რომელიც ჰარმონიის მოპოვებაში დაგეხმარებათ.


ვერძი


ვერძებმა აქცენტი მუქ წაბლისფერზე, წითელზე ან ბადრიჯნისფერზე უნდა შეაჩერონ. სხვათაშორის, გადამწიფებული ალუბლისფერი ამ სეზონზე ძალიან პოპულარულია, ამიტომ თამამად შეგიძლიათ მთელი თმა ამ ფერში შეიღებოთ. გაჯერებული წაბლისფერი და შოკოლადისფერი კი სრულიად შეესაბამება თქვენს ოპტიმისტურ ბუნებას.

image


კურო

დახვეწილი თაფლისფერი ტონალობები მათ იმ ჰარმონიას მოუტანს, რომელსაც ასე ესწრაფვიან. ასტროლოგები ასევე გვირჩევენ ღია კაკლისფერს.

image


ტყუპები

ტყუპებს ექსპერიმენტების არ ეშინიათ.თმის ფერს საკმაოდ ხშირად იცვლიან. ერთადერთი პირობა-ფერი აუცილებლად გაჯერებული და სუფთა უნდა იყოს. თამამად შეგიძლიათ კარამელისფერი აირჩიოთ.

image


კიბო

კიბოები ძალიან ემოციურები არიან, იმისთვის, რომ მხოლოდ კარგი აზრები მოგივიდეთ თავში, უპირატესობა მიანიჭეთ ხორბლისფერ და ღია შეფერილობებს. უბრალოდ, იდეალური არჩევანი იქნება თქვენთვის.მოერიდეთ არაბუნებრივ ფერებს, რომელიც თქვენი სახის ლამაზ და რბილ ნაკვთებთან ჰარმონიაში არ იქნება.

image


ლომი

ლომებს ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვართ. სწორედ ამიტომ, ასტროლოგები ურჩევენ, რომ თაფლის თბილ ტონებზე გაამახვილონ ყურადღება. მხოლოდ ფრთხილად, ფერი სიწითლეში არ გადაიყვანოთ. ცეცხლის ნიშნებისთვის ეს ისედაც ზედმეტია. ასევე კარგი გადაწყვეტა იქნება ხორბლისფერი ქერა.

image


ქალწული

რაციონალურ და მშვიდ ქალწულს ცივი ტონები მოუხდება. მაგალითად: ფერფლისფერი ან პლატინისფერი, რომლებიც მის ქალურობასა და ინტელექტს ხაზს გაუსვამენ.

image


სასწორი

ბუნებრიობა სასწორს დაეხმარება მისი საუკეთესო მხარეების წარმოჩენაში. არავითარი რადიკალური ცვლილებები! მხოლოდ მცირე გარდასახვა, რომ შინაგანი ჰარმონია არ დაირღვეს.

image


მორიელი

ამ ვნებიანმა და ამოუცნობმა ნიშანმა თავის არსს უნდა გაუსვას ხაზი, ღია და ნაჯერი თბილი ფერებით: ოქროსფერი ქერა, წაბლისფერი, თაფლისფერი, წითური.ეს ფერები მორიელის სახის ნაკვთებს წარმოაჩენენ და უფრო მეტ თავდაჯერებულობას შესძენენ ამ ნიშანს.

image


მშვილდოსანი

ამ ენერგიულ ნიშანს ძალიან უყვარს თავგადასავლები. იდეალური თვითგამოხატვის საშუალებაა თმის შეღებვა წითლის ნებისმიერ ტონალობაში. ეს ერთადერთი ნიშანია, რომელსაც ეს პრეტენზიული ფერი ყველაზე მეტად უხდება.

image


თხის რქა

თხის რქას პასუხისმგებლობის გრძნობა კარგად აქვს განვითარებული და დისციპლინა უყვარს. მათ თავისი დროის და ცხოვრების განკარგვა შეუძლიათ. ამ ნიშანს შავი ფერი მოუხდება-ლურჯის ტონით, ასევე ცივი ქერას ყველა ტონი.

image


მერწყული

ამ ნიშანთან ვერცხლი ასოცირდება. ჭაღარა და ვერცხლისფერი მხოლოდ გამოკვეთს მის უნიკალურობას და დამოუკიდებლობას, მაგრამ თუ ეს ფერი არ მოგწონთ, არჩევანი შეაჩერეთ კლასიკურ წაბლისფერზე ან შოკოლადისფერზე, კაკლისფერზე. არ შეიღებოთ ძალიან მუქი ტონებით.

image


თევზები

თევზები-თანამგრძნობნი, ნაზები და ბრძენი ნატურით. მათთვის იდეალურია ღია ქერადან მსუბუქ- მოვარდისფრომდე ელფერები.

image





0
1310
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
1310
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0