x
image
natia.a
მე-20 საუკუნის ყველაზე სკანდალური სიყვარულის ისტორია - გრძნობა, რომელმაც მსოფლიო პოლიტიკა შეცვალა
ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ შეყვარებული ხართ და ქორწილისთვის ემზადებით, მიუხედავად იმისა, რომ მშობლები, ორივე მხრიდან ეწინააღმდეგებიან თქვენს ურთიერთობას. მაგრამ სიყვარული იმდენად ძლიერია, რომ მათი წინააღმდეგობაც კი უმნიშვნელოდ გეჩვენებათ. და აი, მოულოდნელად თქვენთან სახლში მოდის თავად ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და მოითხოვს, რომ უარი თქვათ სიყვარულზე, რადგან თქვენი ქორწილი საერთაშორისო პოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევს. აბსურდულად ჟღერს, არა? შესაძლოა... მაგრამ შორეულ 1948 წელს ეს ყველაფერის მკაცრი რეალობა იყო, რადგან პატარძალი თეთრკანიანი, საშუალო წრის ინგლისური ოჯახის შვილი იყო, სიძე კი - ბრიტანული პროტექტორატის, ამჟამინდელი ბოცვანის შავკანიანი უფლისწული.

image


ისტორია, რომელმაც 1948 წელს მსოფლიოს მასშტაბით არნახული პოლიტიკური და დიპლომატიური ვნებათაღელვა გამოიწვია ბოტსვანის პრეზიდენტის, სერესტე კხამასა და ინგლისელი რუთ უილიამსის სიყვარულსა და ქორწინებას უკავშირდება. სერესტე კხამა - ბამანგვატოს ბელადების გვარის შთამომავალი, თავის მომავალ მეუღლეს ინგლისში სწავლის პერიოდში შეხვდა. შეყვარებული წყვილის ქორწინების წინააღმდეგი იყო თითქმის ყველა - როგორც სერეტსესა და რუთის ოჯახები, ასევე დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება, რადგან იმ დროს ბოტსვანა დიდი ბრიტანეთის პროტექტორატი იყო სამხრეთ აფრიკაში. სერეტსეს აიძულებდნენ მიეტოვებინა ცოლი და დაბრუნებულიყო სამშობლოში ან უარი ეთქვა თავისი ტომის მიწებზე. თუმცა არაკეთილმოსურნეებს არ გამოუვიდათ შეყვარებულების დაშორება. უფრო მეტიც, წყვილი დაბრუნდა სერეტსეს სამშობლოში, სადაც იგი ბოტსვანის პირველი პრეზიდენტი გახდა, მიაღწია დიდი ბრიტანეთისგან სამშობლოს დამოუკიდებლობას, აქცია ბოტსვანა კონტინენტზე ერთ-ერთ ყველაზე ინტენსიურად განვითარებად ქვეყანად. რუთი კი ბოტსვანის ისტორიაში შევიდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და აქტიური პირველი ლედი.



image


მათ ამბავს განუმეორებელი რეზონანსი ჰქონდა საზოგადოებაში. ცნობილ წყვილზე იწერებოდა რომანები და იღებოდა ფილმები. მათ შორის ყველაზე პოპულარულია ანა ასანტეს ფილმი, "გაერთიანებული სამეფო" (2016), მთავარ როლებში როზამუნდ პაიკისა და დევიდ ოიელოუს მონაწილეობით.



imageკადრი ფილმიდან "გაერთიანებული სამეფო".





წყვილმა ერთმანეთი გაიცნო 1947 წელს, ლონდონის მისიონერთა საზოგადოების წვეულებაზე, სადაც რუთი მისმა დამ, მიურიელმა მიიყვანა. სერეტსე მივიდა დებთან და რუთი საცეკვაოდ გაიწვია. ასე დაიწყო მათი რომანი.


ურთიერთობა ძალიან სწრაფად განვითარდა. მაგრამ ვერც სერეტსემ და ვერც რუთმა ოჯახებისგან მხარდაჭერა ვერ მიიღეს. სერეტსეს ბიძა კატეგორიულად წინააღმდეგი იყო, რადგან მემკვიდრეს სწავლა უნდა დაესრულებინა, დაბრუნებულიყო სამშობლოში და ცოლად მოეყვანა ის ქალი, რომელსაც ოჯახი შეურჩევდა. რუთის მამამ კი თავიდანვე განაცხადა, რომ მისი ქალიშვილი ცოლად ვერ გაყვებოდა მუქკანიანს.



image


თუმცა ახალგაზრდები ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ მათ მოუწედათ გამკლავებოდნენ ზეწოლას არა მხოლოდ ოჯახების, არამედ დიდი ბრიტანეთისა და სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებების მხრიდანაც.



სამხრეთ აფრიკაში დღე-დღეზე უნდა დამყარებულიყო აპარტეიდი* და ბრიტანეთს არ სურდა ქვეყანასთან ურთიერთობის გართულება. სამხრეთ აფრიკამ ნათლად აგრძნობინა ბრიტანეთს, რომ თუ მათ ტერიტორიაზე შედგებოდა ქორწილი თეთრ ქალსა და აფრიკელ მამაკაცს შორის, ეს იქნებოდა საკონსტიტუციო კრიზისის ნიშანი.




image

ფოტოზე: წყვილი ლონდონში, 1949 წ.


მოძღვარს, რომელსაც ახალგაზრდებისთვის ჯვარი უნდა დაეწერა, მიანიშნეს, რომ ქორწილი არ უნდა შემდგარიყო. მაშინ სერეტსე და რუთი საიდუმლოდ დაქორწინდნენ და გაემგზავრნენ აფრიკაში. მაგრამ მათი პრობლემები არც იქ დასრულებულა. სერეტსეს ბიძა, რომელსაც, როგორც ჩანდა, თავად სურდა ბელადის ადგილის დაკავება, გაცოფებული იყო და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ტომის უხუცესებს უარი ეთქვათ რუთის დედოფლად მიღებაზე და თავად ამ ქორწინების აღიარებაზე. რამდენიმე ხნს შემდეგ სერეტსე ლონდონში მიიწვიეს. ეს ერთგვარი ხაფანგი აღმოჩნდა. იქ მას აიძულებდნენ უარი ეთქვათ მაშინ უკვე ორსულ მეუღლეზე და ტომის ბელადობაზე. უარის მიღების შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იგი მშობლიური მიწიდან გაძევებული იქნებოდა. საბოლოოდ სერეტსემ უარი თქვა სამეფო გვირგვინზე, დაბრუნდა აფრიკაში და პირველი დემოკრატიული არჩევნების შემდეგ არჩეული იქნა პირველ პრეზიდენტად ქვეყნისა, რომელიც შემდეგომში გახდა ბოტსვანა.



image

ფოტოზე: ბოტსვანის პრეზიდენტი და პირველი ლედი დედოფალ ელიზაბეტსა და პრინცესა ანასთან ბუკინგემის სასახლეში სადილზე.



სერეტსე კხამასა და რუთ უილიამსს შეეძინათ ოთხი შვილი - ქლიშვილი და სამი ვაჟი. უფროსი ვაჟი, იან კხამა ბოტსვანის პრეზიდენტია 2008 წლიდან მოყოლებული.


image

სერეტსე კხამა და რუთ უილიამსი შვილებთან ერთად.




image
ბრიტანელი პოლიტიკოსი ენიურინ ბივენი და ბოტსვანის პრეზიდენტი და პირველი ლედი ლორდთა პალატაში.




image
ნიგერიის პრეზიდენტი მოჰამადუ ბუჰარი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი და ბოტსვანის პრეზიდენტი, იან კხამა - სერესტე კხამასა და რუთ უილიამსის ვაჟი.



image
აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ბოტსვანის პრეზიდენტი იან კხამა.



image

ბოტსვანის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, სერეტსე კხამის ძეგლი ქვეყნის დედაქალაქ გაბორონეში.


* აპარტეიდი ("განცალკევება") — სოციალური სისტემა სამხრეთ აფრიკაში 1948-1990 წლებში: გულისხმობს რასების დანაწევრებას, რომლის დროსაც შავკანიანებს არ ჰქონდათ ხმის მიცემის უფლება ე.წ. "თეთრ" სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. გიორგი სააკაძის დისა და მეფე ლუარსაბ II-ის განწირული სიყვარული...image


2. ქართველი ქალი, რომელიც ქმარმა ბანქოში წააგო, გერმანელმა პრინცმა კი ცოლად შეირთო - დაუჯერებელი სიყვარულის ამბავიimage


3. საბჭოთა ეპოქის ყველაზე დაუჯერებელი ისტორია - მაიაკოვსკის სკანდალური სიყვარულიimage


4. ქართველი ტყვე ქალისა და ირანელი თავადის სიყვარული - როგორ შეიქმნა თბილისელების საყვარელი ადგილიimage


5. იცით ვინ არის ტყვე ბიჭი, რომელიც ჰიმლერს ასე დაჟინებით უყურებს? - დაუჯერებელი სიყვარულის ისტორია...

image


6. 10 უხერხული შემთხვევა, რომელიც ვარსკვლავებს პიკანტური სცენების გადაღებისას შეემთხვათimage

7. 10 ყველაზე ცნობილი სასიყვარულო ისტორია - მარადიული თემაimage


0
471
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
471
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0