საზოგადოება მერაბიშვილის ცოლმა გირგვლიანის გატაცების ღამეს ახალაიას 67-ჯერ დაურეკა 2018, 28 იანვარი, 15:09 გირგვლიანის საქმეზე დათა ახალაიას სასამართლო დაკითხვისას გაირკვა, რომ ვანო მერაბიშვილის მეუღლემ თაკო სალაყაიამ, რომელიც საქმეში ერთერთი მთავარი მოქმედი პირია, დათა ახალაიას შემთხვევის ღამეს 67-ჯერ დაურეკა. ამის შესახებ პროკურორმა განაცხადა, რომელმაც დათა ახალაიას საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე სკაიპით დაკითხვისას კითხა, რაზე საუბრობრობდა შს მინისტრის მეუღლესთან გამთენიამდე განხორციელებული ზარებითა და მოკლე ტექსტური შეტყობინებებით. დათა ახალაიამ პროკურორის შეკითხვას პასუხი არ გასცა. „ვინაიდან კითხვა ეხება ჩემი ბრალდების საქმეს, არც ამაზე პასუხს არ გაგცემთ, “ - აღნიშნა ახალაიამ. კუდ-ის ყოფილმა მაღანჩინოსანმა აგრეთვე უარყო ის ინფორმაცია, რომ თითქოს ოლეგ მელნიკოვთან, გერონტი ალანიასთან და კუდ-ის სხვა თანამშრომლებთან ერთად ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა. პროკურორების კითხვაზე, თუ ვინ გაუწია მას რეკომენდაცია კუდ-ის ხელმძღვანელის პოსტზე დანიშვნასთან დაკავშირებით, იმის მიხედვით, რომ მას არ ჰქონდა გამოცდილება და ასევე იყო სტუდენტი იმ დროისთვის, ახალაიამ განაცხადა, რომ მას რეკომენდაცია მერაბიშვილმა გაუწია. "ვანო მერაბიშვილმა გამიწია რეკომენდაცია. მე გავამართლე. გაიხსენეთ რამდენი მაღალჩინოსანი დავიჭირე ქრთამით ხელში. დიპლომიც მქონდა და დამთავრებული მქონდა სწავლა", - განაცხადა ახალაიამ. ახალაიამ ასევე აღნიშნა, რომ ის უდანაშაულოა და მის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. "მე უდანაშაულო ვარ პოლიტიკური მოტივაციით დევნილი. ყველა საქმე პოლიტიკური არგუმენტაციით არის გაჯერებული და პოლიტიკური დევნის იარაღია. დამნაშავე ვარ იმაში, რომ ძალიან მიყვარს ერთგული ვარ ჩემი ქვეყნის. ეს თქვა საბერძნეთის სასამართლომაც, რომ ჩემს მიმართ ხორციელდება პოლიტიკური დევნა", - განაცხადა ახალაიამ. შეგახსენებთ, გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ვალერიან მეტრეველი და გერონტი ალანია. ამავე საქმეზე ბრალდებულია დათა ახალაია, თუმცა მისი საქმე საბერძნეთის სასამართლოში ექსტრადირების საკითხის გადაწყვეტამდე ცალკე წარმოებად გამოიყო. საქმეზე ასევე ბრალდებული იყო ოლეგ მელნიკოვი, რომელსაც აღიარებითი ჩვენების შემდეგ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. 870 4-ს მოსწონს |
ძალაუფლება ზოგადად ადამიანების დიდ ნაწილს რყვნის.
მოგეხსენებათ დაუსჯელობის სინდდდრომი რაცაა.
მე რაც შემეხება, მედალი მამაცობისათვის ბაჩანამ გადმომცა და მადლობაც მითხრა, კუთხე გვისახელეო, გამნაღმველი ვარ პროფესიით, მაგრამ როცა გადააჭარბა სისტემამ წამოვედი ჯარიდან.
სამხედრო–საინჟინრო ინსტიტუტი მაქვს დამთავრებული.
სააკაშვილის და მერაბიშვილის კისერზეა მათი ასეთი გაბოროტება.
ორივე ძმა ახალაია სანამ თანამდებობებზე დაინიშნებოდნენ უწესიერესი ახალგაზრდები იყვნენ.