კინო სტალინის შვილთაშვილმა "სტალინის სიკვდილის" გადამღებს არაადამიანი უწოდა 2018, 26 იანვარი, 18:32 ![]() ![]() საკუთარი აზრი გამოთქვა ხრუშჩოვის შვილმაც, სერგეი ხრუშჩოვმაც: "ცრუ და დამახინჯებული, დამამცირებელი წარმოდგენა წარსულზე, ცუდად იმოქმედებს ახალგაზრდა თაობაზე და ბუნებრივია მთლიანად ქვეყანაზე, ეს ძალიან სახიფათოა." როგორც ცნობილია, რუსეთის კულტურის სამინისტრომ ბრიტანული სატირული კომედიის "სტალინის სიკვდილი" კინოგაქირავებიდან ამოღება მოითხოვა. ფილმის ჩვენება რუსეთში 25 იანვარს უნდა გამართულიყო, კულტურის სამინისტრომ ფილმი დამატებითი იურიდიული ექსპერტიზისთვის შესაბამის სამსახურს გადაუგზავნა. თუმცა აკრძალვის მიუხედავად მოსკოვის ერთ-ერთ კინოთეატრ "Пионер"-ში ფილმი მაინც გადის. სეანსიდან გამოსული მაყურებელი ძალზე კმაყოფილია და ბევრიც იცინეს. "ბევრი ვიცინეთ, სამწუხაროა და მრცხვენია კიდეც, რომ ჩვენ არ გადავიღეთ სგავსი ფილმი"-განუცხადა ხანშიშესულმა მაყურებელმა გამოცემა "Коммерсант"-ს. ![]() "სტალინის სიკვდილი "(The Death of Stalin)--შოტლანდიელი სცენარისტისა და რეჟისორის არმანდო იანუჩის ახალი სატირული კინოკომედიაა.
ფაბიენ ნურის გრაფიკულ რომანზე დაფუძნებული ფილმი 1953 წელს სტალინის უეცარ სიკვდილსა და ამ მოულოდნელობით გამოწვეულ პოლიტიკურ ქაოსზეა, რასაც კომუნისტური პარტიის ორ დაპირისპირებულ ბანაკად გაყოფა მოჰყვა.
215 7-ს მოსწონს 1-ს არა
|