x
image
natia.a
ქალის ფრაზები, რომლებსაც მამაკაცები არასწორად იგებენ - დაიმახსოვრეთ!
image

უცხოურ ენებს ბევრი სწავლობს, მაგრამ არსებობს ერთი ენა, რომლის შესწავლას მამაკაცების უმრავლესობა ვერ ახერხებს - ეს ქალების ენაა! კაცების დიდი ნაწილი თვლის, რომ ქალის გაგება ყველაზე რთულია. ამიტომ, გთავაზობთ ფრაზებს, რომლებსაც ხშირად ამბობენ ქალები, ხოლო კაცების უმეტესობა მათ არასწორად იგებს.

1. არაფერი


image

სინამდვილეში ამ „არაფერი“-ს მიღმა რაღაც იმალება და რაც უფრო მალე გაარკვევთ, მით უკეთესი.


2. განაგრძე!


image

ნუ ჩათვლით ამ ფრაზას ნების დართვად. ეს უფრო გამოწვევაა, რომლის შემდეგაც უმჯობესია საერთოდ არ განაგრძოთ ამ თემაზე საუბარი.



3. "ეს კაბა მასუქებს?"


image

ეს ფრაზა შემდეგნაირად ითარგმნება: "შენ ფიქრობ, რომ უშნო ვარ?"
ნებისმიერ შემთხვევაში პასუხი უნდა იყოს "არა"!


4. კარგი იქნებოდა, რომ...


image


ყველაფერი, რაც მოსდევს სიტყვას "რომ", ინტერპრეტირებული უნდა იქნას, როგორც მისი შესრულების უსიტყვო ბრძანება.



5. მშვენიერია


image


ეს ნიშნავს, რომ არგუმენტები ამოწურულია, საუბარი დასრულდა, მაგრამ მამაკაცი მაინც არ არის მართალი.



6. ყველაფერი რიგზეა


image


სინამდვილეში არაფერიც არ არის რიგზე. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ქალს გარკვეული დრო სჭირდება, რათა კარგად აწონ-დაწონოს კაცის მიერ ჩადენილი "დანაშაული" და მოიფიქროს "სასჯელი".



7. 5 წუთი


image

ეს ფრაზა დიდწილად არის დამოკიდებული კონტექსტზე. თუ ქალი იცმევს, ეს როგორც წესი, ნიშნავს 30 - 40 წუთს. თუ მამაკაცი ტელევიზორს უყურებს, მაშინ ეს თითქმის ნულს უტოლდება და ნიშნავს "რატომ უყურებ ახლა ტელევიზორს, თუ შეგიძლია რაიმე სასარგებლო გააკეთო?".


8. ეს შენი გადასაწყვეტია!

image

თუ ამ სიტყვების მერე კაცი იფიქრებს, რომ მართლა თავისუფალია გადაწყვეტილების მიღებაში, ძალიან შეცდება. ამ ფრაზის თარგმანი ასეთი იქნება: "დადგა შენი რიგი გააკეთო არასწორი არჩევანი. მე კი ვიცი, რისი არჩევა იქნება სწორი, მაგრამ არ გეტყვი, რადგან შენ თავად უნდა მიხვდე". არასწორ არჩევანს, კი, როგორც წესი მივყავართ ფრაზამდე „ყველაფერი რიგზეა“ (იხ. პუნქტი 6).


9. მისმენ?


image


ეს ფრაზა ნიშნავს, რომ ქალს არ უსმენენ, ან დარწმუნებულია, რომ არ უსმენენ და ვერავინ დაარწმუნებს საწინააღმდეგოში.


10. მნიშვნელობა არა აქვს


image

ეს ფრაზა წააგავს "კარგი"-ს (იხ პუნქტი ), მაგრამ მასზე გაცილებით უარესია. უმეტეს შემტხვევაში იგი მოსდევს ფრაზას "მისმენ?" (იხ პუნქტი 9).



11. ღრმა ჩასუნთქვ


image

სინამდვილეში ამგვარი ჩასუნთქვის მიღმა იმალება ფრაზა „დაუჯერებელია, როგორ უნდა ვიდგე და ხმის ამოუღებლად ვუყურო შენს სისულელეს“.



12. მადლობა


image


ეს ნიშნავს ჩვეულებრივ „მადლობას“ და პასუხი უნდა იყოს „არაფერის“.



13. დიდი მადლობა


image


ამ შემთხვევაში კი საქმე გვაქვს სარკაზმთან, სინამდვილეში ეს "მადლობა"-ის საპირისპიროა. არავითარ შემთხვევაში არ უპასუხოთ „არაფრის“.



14. დაივიწყე


image


ეს ნიშნავს, რომ ქალმა კაცს სთხოვა რაღაცის გაკეთება (შესაძლოა რამდენჯერმეც კი), მაგრამ ამაოდ. ახლა კი აპირებს ეს თავად გააკეთოს. ნებისმიერ შემდგომ შეკითხვას პასუხად მოჰყვება ღრმა ჩასუნთქვა (იხ. პუნქტი 11).




15. შეგვიძლია წავიდეთ სადაც გსურს



image


უმეტეს შემთხვევაში ეს ნიშნავს "უმჯობესია აირჩიო ჩემი საყვარელი რესტორანი".


16. რას აკეთებ?


image


სინამდვილეში ეს სულაც არ არის შეკითხვა. ეს განაცხადია, რომელიც ასე ითარგმნება: "შენ ამას არასწორად აკეთებ".



17. უნდა ვილაპარაკოთ


image


ეს დიდი სკანდალის ან ჩხუბის მაუწყებელია. სიკვდილის ტოლფასია!



18. მაინცდამაინც ახლა უნდა გააკეთო ეს?


image


არც ესაა შეკითხვა. ეს ნიშნავს, რომ უნდა შეწყვიტოთ ის, რასაც ახლა აკეთებთ და მოემზადოთ შემდგომი ბრძანებისთვის.



19. ადამიანებთან ურთიერთობის სწავლა არ გაწყენდა


image


ამ ფრაზის გადათარგმნა ასე შეიძლება: "უნდა დამეთანხმო".



20. არ ვბრაზობ


image


"ვბრაზობ, თან ძალიან."



21. ჩვენ გვჭირდება ...


image


"მე მსურს..."



22. არ მინდა ამაზე ლაპარაკი



image


ქალს სურს თავი დაანებონ, რადგან ჯერ ისევ აგროვებს მამაკაცის წინააღმდეგ მტკიცებულებებს.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. დედობრივი სიყვარული, რომელიც ანადგურებს - ფოტოები, რომლებზეც ბევრი უნდა დაფიქრდეს!image


2. აი, ასე შეიცვლება ადამიანის გარეგნობა მომავალში - მეცნიერების გასაოცარი აღმოჩენაimage


3. გიორგი სააკაძის დისა და მეფე ლუარსაბ II-ის განწირული სიყვარული...image


4. დასახელდა 8 ქვეყანა, სადაც ურჩევენ მამაკაცებს საცოლის შერჩევას - ნახეთ, არის თუ არა ამ სიაში საქართველო?image


5. რატომ მოიკლა თავი სტალინის ცოლმა - სიყვარულის ისტორია, რომელიც დღემდე საიდუმლოაimage


6. როგორ გამოვიცნოთ ქალის ხასიათი ჯდომის მანერით - ტესტი, რომელიც სანდოობით ნამდვილად გაგაკვირვებთ!image


7. როგორ ცურაობდნენ ქალები XVIII - XIX საუკუნეებში - ამას ვერც წარმოიდგენდით!image


0
145
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
145
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0