x
image
natia.a
როგორ ცურაობდნენ ქალები XVIII - XIX საუკუნეებში - ამას ვერც წარმოიდგენდით!

image
ალბათ ბევრს აინტერესებს, როგორ ბანაობდნენ ზღვაში ქალბატონები XVIII - XIX საუკუნეებში ისე, რომ საზოგადოებაში მიღებულ ნორმებს არ გადასულიყვნენ. ყველაფერი ცხადი გახდება, თუ ამ ფოტოებს დააკვირდებით.

XVIII - XIX საუკუნეებში ძალზე პოპულარული იყო ე.წ. "საბანაო მანქანა", რომელსაც ხშირად ნახავდით პლაჟებზე. სწორედ მისი საშუალებით ბანაობდნენ, როგორც ქალები, ასევე მამაკაცები, რათა არ დაერღვიათ იმდროინდელი მორალური ნორმები.

ამგვარი "მანქანა" წარმოადგენდა ერთგვარ დახურულ ფურგონს, რომელსაც ხის ან ბრეზენტის კედლები ჰქონდა. საბანაო მანქანები პლაჟის ეტიკეტის აუცილებელი ნაწილი იყო და მობანავეებს გარეშე პირთა მზერისგან იცავდა.

ძირითადად, მანქანები წყალში ცხენების საშუალებით ჩაჰქონდათ, თუმცა პოპულარულ კურორტებზე ფურგონების ჩასასვლელად განთავსებული იყო სპეცალური რელსები. წყალში ჩასვლის შემდეგ ფურგონი ისე ტრიალდებოდა, რომ მობანავე პლაჟზე მყოფების მზერისგან დაეფარა. მობანავე საფეხურებიდან წყალში ჩადიოდა. საბანაო მანქანები აღჭურვილი იყო ალმებით, რომლებსაც მობანავე აწევდა მაშინ, როცა მზად იყო ნაპირზე დასაბრუნებლად.


აი, ასეთი "მარტივი" ბანაობის წესი ჰქონდათ XVIII - XIX საუკუნეებში. დანარჩენი კი თავად იხილეთ ფოტოებზე.


imageimageimageimageimageimageimage








1
941
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
941
  
2016, 25 თებერვალი, 12:37
საინტერესოააა...გ-გ
0 1 1