კინო მათი არავის სჯეროდა - ფილმები მოსწავლეებისა და მასწავლებლის ურთიერთობაზე 2018, 25 იანვარი, 23:44 მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანი და ფაქიზი საკითხია. მას არაერთი ნაშრომი, წიგნი თუ ფილმი მიეძღვნა. შეიძლება ითქვას, რომ მასწავლებლის მოსწავლეებთან ურთიერთობა კლასის მართვის ყველა ასპექტს უდევს საფუძვლად. იმისთვის, რომ მოსწავლეები დაინტერესდნენ გაკვეთილებით, შეასრულონ დავალებები და, რაც მთავარია, შეიყვარონ საგანი, აუცილებელია მასწავლებლის მიერ კლასის კეთილგანწყობის მოპოვება. დამეთანხმებით, ეს ყველაფერი ძალიან რთულია. ზოგჯერ თეორია და პრაქტიკა პედაგოგისგან ურთიერთგამომრიცხავ ქმედებებს მოითხოვს. გამოუცდელი ( და არა მარტო) მასწავლებელი იბნევა, ვარდება სასოწარკვეთილებაში და ეჭვი ეპარება საკუთარ შესაძლებლობებში. მინდა დაგისახელოთ ფილმები, რომლებიც მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გაჩვენებთ, რომ თავდაუზოგავი შრომით, მონდომებით, სიყვარულითა და მოთმინებით ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი. თავისუფლების მწერლები/ Freedom Writers სახიფათო ფიქრები/Dangerous Minds ჩანაცვლება/Detachment მონა ლიზას ღიმილი/MONA LISA SMILE ჭკვიანი უილ ჰანტინგი/GOOD WILL HUNTING რონ კლარკის ისტორია/THE RON CLARK STORY მკვდარი პოეტების საზოგადოება/Dead Poets Society "რაც უნდათ ის ილაპარაკონ, მაგრამ სიტყვებს და იდეებს სამყაროს შეცვლა შეუძლიათ.." (მკვდარი პოეტების საზოგადოება) 174 4-ს მოსწონს
|