კინო ფილმები, რომელთა ყურების შემდეგ თქვენ ის ვეღარ იქნებით, ვინც იყავით 2017, 6 სექტემბერი, 22:16 მეორე მსოფლიო ომი კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ტრაგედიაა. მას მიეძღვნა არაერთი წიგნი, ფილმი თუ სპექტაკლი. ამჯერად, მინდა შემოგთავაზოთ მეორე მსოფლიო ომის თემატიკაზე გადაღებული რამდენიმე ფილმი, რომელსაც შეუძლებელია უემოციოდ უყუროთ: „გოდერძი.. შვილო... როგორ გაზრდილხარ, ბიჭო, ჰა... რამოდელა გამხდარხარ, შვილო, აა... დედაშენს რა ვუთხრა, ბიჭო?!“ („ჯარისკაცის მამა“) ![]() „-ფრონტიდან რა ისმის?.. მოდის და მოდის ის ანტიქრისტე წინ ხომ?! არაფერია.. ბოლოს მაინც დაღუპვა უწერია. -ეგ მეც ვიცი. -შენ რა იცი. -მაგას რა ცოდნა უნდა?! -უნდა! მაგათ არ გააჩნიათ ის, რაც ყველაზე მთავარია. არ გააჩნიათ სიმართლე! სიმართლე.. სიმართლე...“ („ღიმილის ბიჭები“) ![]() „ვინც გადაარჩენს ერთ სიცოცხლეს, გადაარჩენს მთელ სამყაროს“ („შინდლერის სია“) ![]() „რატომ კვდებიან ციცინათელები ასე ახალგაზრდები?“ („ციცინათელების სასაფლაო“) ![]() „კაცობრიობა, როგორც ჩანს, უფრო მეტად ბოროტების ჩადენისკენ არის განწირული, ვიდრე სიკეთის ქმნისკენ. დედამიწაზე სრულყოფილი იდეა ადამიანის სიყვარულია“ ( „პიანისტი“) ![]() „ომი წაგებულია, მაგრამ ცდებით თუ ფიქრობთ რომ ამის გამო ბერლინს დავტოვებ. მწარედ ცდებით..მირჩევნია შუბლში ტყვია დავიხალო.“ („ბუნკერი“) ![]() „შენ ხარ ჩემი საუკეთესო მეგობარი, შმულ. ჩემი საუკეთესო მეგობარი ცხოვრებაში." ( „ბიჭუნა ზოლიან პიჟამაში“) ![]() „სიკვდილსაც კი აქვს გული“ „სიტყვა სიცოცხლეა, ლიზელ“ ( „წიგნის ქურდი“) ![]() „მზესუმზირებზე იფიქრე. ისინი თავს უხრიან მზეს, მაგრამ ვინც ზედმეტად დახარა თავი - გახმა. შენ ემსახურები, მაგრამ არ ხარ მოსამსახურე. მომსახურება უდიდესი ხელოვნებაა. ღმერთი პირველ რიგში ადამიანს ემსახურება.“ („ცხოვრება მშვენიერია“) ![]() 478 10-ს მოსწონს
|