კინო უოლტ დისნეის სტუდიის ანიმაციები, რომლებიც გვეხმარებიან გავხდეთ უკეთესები 2017, 5 სექტემბერი, 3:31 რა იქნებოდა ჩვენი ბავშვობა უოლტ დისნეის უკიდეგანო ფანტაზიის გარეშე?! მან და მისმა სტუდიამ არა მხოლოდ გაგვიფერადა და გაგვიმრავალფეროვნა ბავშვობა, არამედ ჩვენი საყვარელი გმირების საშუალებით გვასწავლა რომ:
წარმოსახვა არის ერთადერთი იარაღი ომში რეალობის წინააღმდეგ. („ალისა საოცრებათა ქვეყანაში“) ![]() არასდროს შეწყვიტო ოცნება. გწამდეს რომ ყველა სურვილი აუცილებლად აგიხდება. ("კონკია") ![]() არასდროს დაკარგო იმედი და სიყვარული, რადგან მათი დაკარგვისას კარგავ ყველაფერს. ( „მზეთუანხავი და ურჩხული“) ![]() ჩაეჭიდე და არ გაუშვა ხელი იმას, რაც განსხვავებულს გხდის. („დამბო“) ![]() ყოველთვის შენი სინდისი იყოს შენი გზამკვლევი. („პინოქიო“) ![]() გახსოვდეს შენ ხარ ის ერთადერთი, რომელსაც შეუძლია სამყარო შეავსოს მზის შუქით. ( „ფიფქია“) ![]() ჭეშმარიტი გმირი ფიზიკური ძალით კი არ ფასდება, არამედ მისი გულის სიძლიერით. („ჰერკულესი“) ![]() სიცილი არის მუდმივი, ფანტაზიას არ აქვს ასაკი, ოცნებები არის სამუდამო. ("პიტერ პენი") ![]() როდესაც სამყარო გეუბნება- „დანებდი“, იმედი გეჩურჩულება - „კიდევ ერთხელ სცადე“. ( „პატარა ქალთევზა“) ![]() თუ დაკარგავ საკუთარ თავს, ვინ იცის რას იპოვნი. („ალადინი“) ![]() ოჰანა - ნიშნავს ოჯახს, ხოლო ოჯახი კი არ უნდა მიატოვო და დაივიწყო. ( „ლილო და სტიჩი“) ![]() იყავი ძლიერი, იყავი დამოუკიდებელი, მაგრამ რაც მთავარია, იყავი საკუთარი თავი. მნიშვნელობა არ აქვს თუ რას ფიქრობს ხალხი. („მულანი“) ![]() შენ ფიქრობ, რომ მხოლოდ ის ადამიანები არიან ადამიანები, რომლებიც შენნაირად გამოიყურებიან და შენნაირად ფიქრობენ. მაგრამ თუ უცხოს ნაკვალევს გაჰყვები ისწავლი იმას, რაც არასდროს იცოდი. („პოკაჰონტასი“) ![]() ![]() უოლტ დისნეი იყო ადამიანი, რომელსაც სჯეროდა ოცნებების რეალობად გარდასახვის. მან იცოდა, რომ ყველაზე მთავარი წარმატებისთვის საკუთარი თავის რწმენაა. უოლტ დისნეი ამბობდა: "თუ შეგიძლია იოცნებო, შეგიძლია გააკეთო კიდეც.." ![]() 109 7-ს მოსწონს
|