კინო ორა ანდერსონის რჩევები 2017, 18 სექტემბერი, 0:03 ლუი ანდერსონის ცხოვრება იმ ანიმაციურ სერიალიალთა შორისაა, რომლის სანახავადაც არასდროს გვეზარებოდა დილით ადრე ადგომა. ყოველ სერიას ისე მოუთმენლად ველოდით, როგორც ლუი და ტომი ელოდნენ „ღამის გუშაგის“ გამოსვლას. ეს ანიმაცია მხოლოდ სახალისო ეპიზოდების ნაკრები არ არის. ყოველ სერიაში ჩვენ ვიღებთ პატარ-პატარა ცხოვრებისეულ რჩევებს, რომლებიც შეუძლებელია არ ჩაგვებეჭდოს გონებაში. მინდა გაგახსენოთ ყველასათვის საყვარელი ქალბატონის, ორა ანდერსონის, შეგონებანი, რომლებიც არამხოლოდ ჩვენს საყვარელ პერსონაჟებს ეხმარებიან სირთულეების დაძლევაში, არამედ ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა. -სამუშაოს დაკარგვა ცხოვრების დანგრევას არ ნიშნავს, მაგრამ ნამდვილად უსიამოვნოა. შენი მამა კი ამაყი და თავმოყვარე კაცია. ორა: -გილოცავ, მწვრთნელო. ენდი: - სჯობდა მწვრთნელის მოადგილე დაგეძახა. მოსალოცად შენ გქონია საქმე. ორა: - რას ლაპარაკობ, ნამდვილი წინამძღოლი შენ ხარ! ეგ გუნდი შენ გაწრთვენი. მე მხოლოდ ჩემი შეხედულებები გავუზიარე. - ტომი, სწორედ მომესმა, მეგობარი გოგონა გაიჩინე?! თუ მოგწონს მიდი და პირდაპირ უთხარი. ასე იქცევიან ადამიანები, როდესაც ვინმე მოსწონთ. თავიანთ გრძნობებს ერთმანეთს უმხელენ. -ოდესმე მიხვდები, რომ ცხოვრებაში, ფულზე მნიშვნელოვანი რამეებიც არსებობს. - ლუი, ჭადრაკის თამაში თუ გიტაცებს, ჭადრაკი უნდა ითამაშო. მამაშენს ჭადრაკის თამაში მწარედ დაამახსოვრდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენც იგივე უნდა გამოსცადო. -ხომ იცი, ლუი, მე ჭორაობა არ მიყვარს. თან რასაც გაიგონებ ყველაფრის დაჯერება არ შეიძლება. ლუი: – მე კაზუს ნაირი არა ვარ. ორა : - რა თქმა უნდა, არა ხარ. ლუი: -არა მგონია შევძლო მთელი ცხოვრება ხალხს შეურაცხყოფა მივაყენო და ამით ვიარსებო. ორა : - მაშინ ნურავის ნუ შეურაცხყოფ. შენი საკუთარი სტილი იპოვე, ლუი. -შობის დღესასწაულზე მხოლოდ საჩუქრის მიღება არ არის მთავარი. ორა : - ეს ბიჭი ძალიან მომეწონა. ლუი:- ტიკო უბედნიერესი ადამიანია. ლამაზია, პოპულარული, სკოლაში ყველაზე კარგი სპორტსმენია. დედისერთაა.. მას ყველაფერი აქვს.. ორა :- თანაც ძალიან ჭკვიანია. ლუი:- რატომ გგონია? ორა :- იმიტომ რომ შენთან მეგობრობს. -ზოგჯერ ნამდვილ ჩახუტებას ვერაფერი შეცვლის. 64 6-ს მოსწონს
|