საზოგადოება „ბაია პატარაია 2009 წლიდან ადეიშვილის სამინისტროში მუშაობდა და მაშინ ჩუმად იყვნენ“ 2018, 25 იანვარი, 21:51 გია ნაცვლიშვილი ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო მუხტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ადამიანები, რომლებიც ახლა აქტიურობენ, წლების წინ, როცა ეს სისტემა ყალიბდებოდა ჩუმად იყვნენ. ნაცვლიშვილი იმასაც იხსენებს, რომ სამოქალაქო აქტივისტი ბაია პატარაია ადეიშვილთან მუშაობდა და ამიტომ დუმდა. „დღეს ბაია პატარაია დრაკონულ სისტემაზე საუბროდა, არადა პატარაია 2009 წლიდან 2013 წლამდე ადეიშვილის უწყებაში, იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა, რომელიც ავტორი და არქიტექტორია ამ სისტემის. და კიდევ ბევრი სხვა, ვინც ახლა ნარკოპოლიტიკას აპროტესტებს, ჩუმად იყო, ხმა არ ამოუღიათ, ჩქამი არ ისმოდა, როცა ათასობით გიორგანაშვილი ისჯებოდა. ანუ ახლა ისინი რომ საუბრობენ, კლიმატი შეცვლილია ქვეყანაში. სახელმწიფო იყო გადაქცეული ერთ დიდ კრიმინალად. მთელი საგამოძიებო სისტემა. 30 000 პატიმრიდან 9 000-ზე ჩამოვედით და რაზე ვსაუბრობთ?, “ - აღნიშნა ნაცვლიშვილმა ტვ „პირველის“ ეთერში, თოქ-შოუ „რეაქციაში“ ჩართვისას. 202 1-ს მოსწონს
|