ქალი და მამაკაცი პამელა ანდერსონი თავისზე 18 წლით უმცროს საყვარელს ცოლად მიჰყვება 2018, 25 იანვარი, 13:31
50 წლის მსახიობი და მოდელი პამელა ანდერსონი ლოს-ანჯელესიდან მარსელში გადაბარგდა თავის საყვარელთან, 32 წლის ფეხბურთელ ადილ რამისთან.გამოცემა TMZ-ს მტკიცებით წყვილი დაქორწინებას აპირებს.
მტკიცებულებად მოჰყავთ ის ფაქტი, რომ პამელა რამდენიმე დღის წინ იყო საიუველირო მაღაზია Chrome Hearts-ში, სადაც ნიშნობის რგოლი შეიძინა, ამასთანავე მოდელი იოლად შეელია ამერიკას, მალიბუში სახლი გააქირავა თვეში 40 000 დოლარად, ხოლო სულ ერთი ჩემოდანი პირადი ნივთებით და საყვარელი ოქროსფერი როტვეილერით, სახელად ზუზუ, საფრანგეთში გამოუტია. უფრო ადრე, ერთ-ერთ ინტერვიუში პამელამ აღნიშნა, რომ მას სავსებით აკმაყოფილებს სამხრეთ საფრანგეთში ცხოვრება, რადგან დროის ნაწილს უთმობს იმას, ვინც მისთვის მნიშვნელოვანია და სულაც არ ეუხერხულება თვრამეტწლიანი სხვაობა, რადგან იგი არ გრძნობს თავს 50 წლის ქალივით. პამელამ და ადილმა 2017 წელს კანის ფესტივალზე გაიცნეს ერთმანეთი, მოდელმა ფეხბურთელს თავის შვილებიც გააცნო, 21 წლის ბრენდონი და 20 წლის დილანი. შეგახსენებთ, პამელა ანდერსონი განსაკუთრებით პოპულარული იყო გასული საუკუნის 90-იან წლებში, იგი იმ წლებში რამდენჯერმე „პლეიბოის“ გარეკანზე გამოჩნდა, ასევე მაყურებლებს განსაკუთრებით დაამახსოვრდა ტელესერიალიდან "მაშველები". რაც შეეხება ფეხბურთელ ადილ რამის, იგი წარმოშობით მაროკოდანაა, ამჟამად მარსელის "ოლიმპიკის" ღირსებას იცავს, არის საფრანგეთის ნაკრების წევრი, 2016 წელს აიღო უეფას თასი(ესპანეთის "სევილიასთან" ერთად), ხოლო 2010/11 წლებში გახდა საფრანგეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი. 167 9-ს მოსწონს
|