x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ესპანეთის ყოფილი მეფის საყვარლის ვაჟმა პირველად გამოაქვეყნა ფარულად გადაღებული ფოტოები მათი პაემნიდან
image

ესპანეთის ყოფილი მეფის ხუან კარლოსის საყვარლის ვაჟმა მათი შეხვედრის ფოტოები გამოაქვეყნა.



ფოტოგრაფმა ანხელ ქრისტომ, საკულტო ესპანელი მსახიობისა და ტელეწამყვანის ბარბარა რეის ვაჟმა, პირველად გამოაქვეყნა მეფე ხუან კარლოს I-თან ერთად ფოტოები, რომლებიც პაემანის დროს იყო გადაღებული.


მამაკაცი ირწმუნება, რომ დედამ სპეციალურად მიიწვია მონარქი სახლში 1994 წელს, რათა ფარულად გადაეღო მათი რომანტიკული შეხვედრა და შემდეგ სამეფო ოჯახი დაეშანტაჟებინა.



ქრისტო მაშინ 13 წლის იყო და მშობლის დახმარებას დათანხმდა, რადგან მას ფინანსური პრობლემები ჰქონდათ.

image

უფრო მეტიც, კაცმა განაცხადა, რომ რეიმ საძინებელში ფარული კამერაც დაამონტაჟა. წყაროების თანახმად, ფოტოებისა და ვიდეოების გამოყენებით შანტაჟის დახმარებით მსახიობმა ესპანეთის ხელისუფლებისგან დაახლოებით 3, 5 მილიონი ევროს დაცინცვლა მოახერხა.

imageimage
image
image

ხუან კარლოს I ესპანეთის მეფე იყო 1975 წლიდან 2014 წლამდე. მან ნებაყოფლობით დატოვა ტახტი შვილის ფილიპე VI-ის სასარგებლოდ და დატოვა ქვეყანა და გადავიდა დუბაიში საცხოვრებლად მთელი რიგი სკანდალების შემდეგ, მათ შორის ფინანსური სკანდალების მის საიდუმლო რომანების გამო.


ითვლება, რომ მონარქი ბარბარა რეისთან ურთიერთობა 1976 წლიდან დაიწყო.ამჟამად ხუან კარლოს I -86 წლისაა.

image

0
82
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0