x
image
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
ოსორაულის დედა: „ჩემი შვილი გიორგი ევროპაში წავიდა და დაგვირეკა სოსო ცოცხალიაო“
image


დაკავებული მფრინავის, სოსო ოსორაულის ძმა გიორგი ოსორაული ადასტურებს, რომ ძმის მოსაძებნად გაფრინდა, თუმცა სად იმყოფება არ ადასტურებს. მისი თქმით, მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ ძმას ტელეფონით უკვე ესაუბრა - ტყუილია. ასევე უარყოფს ინფორმაციას, თითქოს მისი ადგილსამყოფელი იცის და ამიტომ გაემგზავრა. ის ამბობს, რომ კონგოში ჩასვლას აპირებს.


განსხვავებულად საუბრობს ოსორაულების დედა. მფრინავის დედა ადასტურებს, რომ სოსო ოსორაული ცოცხალია.


კატო ოსორაული დღეს ამბობს, რომ მისი უმცროსი ვაჟი ევროპაში დეკემბრის ბოლოს გაფრინდა, საიდანაც დაახლოებით ათი დღის წინ ოჯახში დარეკა, რომ სასიხარულო ამბავი შეიტყო და სოსო ცოცხალია.



დედის ამ განცხადების მიუხედავად, დღეს ოსორაულის ძმა „იმედთან“ საუბრისას ინფორმაციას ტყუილს უწოდებს.


„ტყუილია ეს ინფორმაცია. არ ვიცი საიდან მოიტანეს და რაზე დაყრდნობით, უბრალოდ მსგავსი ფაქტი არ ყოფილა. შესაბამისად ვერ დავადასტურებ. მე წასული ვარ, მაგრამ როგორც ასეთი, თითქოს კონკრეტულად ლაპარაკი მქონდა, სიცრუეა. ინფორმაციები მაქვს, მაგრამ ზოგადად ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით", - აცხადებს გიორგი ოსორაული.


შეგახსენებთ, წუხელ, ოჯახის ახლობლებმა, ოსორაულის მამიდაზე და ოჯახის წევრებზე დაყრდნობით სოციალურ ქსელში გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კონგოში დატყვევებული მფრინავი ცოცხალია.


image

0
30
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0