საზოგადოება „სოსო ოსორაული ცოცხალია და ძმას ესაუბრა“ - ოჯახი კონგოში გაემგზავრა 2018, 23 იანვარი, 3:14 „კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავი, სოსო ოსორაული ცოცხალია“. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ. როგორც ისინი ოსორაულის მამიდაზე დაყრდნობით აღნიშნავენ, ძმა დაკავებულ მფრინავს მცირე ხნით დაალაპარაკეს, რამაც მათი მოლოდინი, რომ ის ცოცხალია, კიდევ გაამყარა. გავრცელებული ცნობით, ოსორაულის ძმა ვითარების გასარკვევად გერმანიის გავლით უკვე გაფრინდა კონგოში. ოსორაულის ოჯახი რამდენიმე თვეა უშედეგოდ ითხოვდა სახელმწიფოს ქმედითი ნაბიჯები გადაედგა. ქართულმა სახელმწიფო უწყებებმა რამდენჯერმე გაავრცელეს მფრინავის ტრაგიკულად დაღუპვის შესახებ ინფორმაცია, თუმცა სხვადასხვა წყაროები ინფორმაციას უარყოფდნენ. ამ ხნის მანძილზე მფრინავის ოჯახი დარწმუნებული იყო, რომ ოსორაული ცოცხალია. 919 3-ს მოსწონს
|