საზოგადოება Facebook-ი ევროპის ქვეყნებში სასწავლო ცენტრებს ხსნის 2018, 22 იანვარი, 14:40 ევროკავშირის სამ ქვეყანაში: პოლონეთში, ესპანეთსა და იტალიაში Facebook-ი სასწავლო ცენტრს გახსნის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ამერიკული კორპორაციის საოპერაციო დირექტორის შერილ სანდბერგის განმარტებით, 2 წლის განმავლობაში მათ სასწავლებლებში საინფორმაციო ტექნოლოგიებში ცოდნას 1 მლნ-მდე ადამიანი აიმაღლებს. სწავლება საქველმოქმედო ხასიათსაც შეიძენს და განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ახალგაზრდებს, პენსიონერებს და ლტოლვილებს. 14 შეფასება არ არის
|