ცუკერბერგის თქმით, Facebook-ი ამა თუ იმ წყაროს სანდოობას მომხმარებლების მიერ გამოკითხვებისას მიცემული ხმების მიხედვით შეაფასებს და ჩამოაყალიბებს რეიტინგს, რომლის ლიდერებიც სიახლეების ზოლში მოხვდებიან.
“განვარგძობთ ჩვენი 2018 წლის გეგმას, რომ ფეიბსუქზე გატარებული დრო ნაყოფიერი გახდეს. გასულ კვირას დავაანონსე მნიშვნელოვანი ცვლილებები, იმის შესახებ რომ სიახლეების ველში, უფრო მეტი ინფორმაცია გამოჩნდება თქვენი მეგობრებისა და ოჯახის წევრებისგან, ვიდრე ახალი ამბების ან ბიზნეს გვერდებიდან.
ჩვენ ველოდებით, რომ News Feed-ში ახალი ამბების რაოდენობა 5%-დან 4%-მდე შემცირდება. რომ დავრწმუნდე იმაში, რომ ხარისხიან ინფორმაციას მიიღებთ, დავავალე ჩვენს გუნდს, რომ სანდოობის მიხედვით, საიტების სია შედგეს.
ჩვენ ამა თუ იმ წყაროს სანდოობას მომხმარებლების მიერ გამოკითხვებისას მიცემული ხმების მიხედვით შევაფასებთ და ჩამოვაყალიბებთ რეიტინგს, რომლის ლიდერებიც სიახლეების ზოლში მოხვდებიან.
მსოფლიოში მეტისმეტად დიდია სწრაფვა სენსაციებისადმი და ძალიან ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება. სოციალური მედია საშუალებას აძლევს ხალხს, ინფორმაცია გაავრცელოს იმაზე სწრაფად, ვიდრე ოდესმე. ამიტომ, თუ ახლა არ გამოვრიცხავთ პრობლემებს, ჩვენ მათ გავაძლიერებთ”, – ამბობს მარკ ცუკერბერგი.
ცვლილებები შემდეგი კვირიდან დაიწყება.