საზოგადოება "არა, ამ საზოგადოებას ჯერ მართლა არაფერი ეშველება" 2018, 18 იანვარი, 23:29 ბლოგერი და იუმორისტი ბაკურ სვანიძე სოციალური ქსელიდან გია ჯაჯანიძის 18 იანვრის გადაცემის "სხვა რაკურსის"ერთ-ერთ სიუჟეტს ეხმიანება, რომელიც ნათელმხილველის მიერ თამარ მეფის საფლავის ძებნას შეეხება: "არა, ამ საზოგადოებას ჯერ მართლა ა რ ა ფ ე რ ი ე შ ვ ე ლ ე ბ ა... ახლა ჩაის დასალევად გავედი და ტელევიზორია ჩართული და გია ჯ ა ჯ უ ნ ა დადის ვიღაც ნახევრად შ ე შ ლ ი ლ ქალთან ერთად ბ ა რ ი თ და ეძებს თ ა მ ა რ მ ე ფ ი ს საფლავს! ეს ქალი ეუბნება რომ მას ე ც ხ ა დ ე ბ ა ხოლმე - "თამარ მეფის ხ ე ლ ი თავისი ბ რ ა ს ლ ე ტ ი თ" (ზუსტად ამ სიტყვებით!) და ის თავად აჩვენებს სადაა მისი საფლავი... ასევე ეს ქალი იძახის, რომ იმ ადგილებში დამარხულია "უთვალავი ო ქ რ ო და ჩაძირული ქ ა ლ ა ქ ი"... არა, აი, ს მ ა ი ლ ი კ ე ბ ს ა ც ვერ დავსვამ აქ! და ამას ეთერში გადასცემს ტელევიზია, რომელსაც აქვს სერიოზული პრეტენზია, რომ ქვეყნის "ნომერ პირველი" ნაციონალური მაუწყებელი იყოს! ბარემ ფ ს ი ქ ი ა ტ რ ი უ ლ კლინიკაში შედით და იქ ტიპი რომ გეტყვით ნ ა პ ო ლ ე ო ნ ი ვარო - ჩაიყვანეთ პ ა რ ი ზ შ ი და გადაიღეთ მოიპოვებს თუ ვერა საფრანგეთის ტახტს! და გვაჩვენეთ ეს ს ა ც ო დ ა ო ბ ა ეთერში! მართლა ხომ არ ა ****თ თქვენა ბიჯო? 90-ან წლებში ასეთი შ ტ ე რ ო ბ ე ბ ი იბეჭდებოდა გაზეთებში, რომლებიც მიიჩნეოდა არაპრესტიჟულად და ვინც ასეთ გაზეთებს კითხულობდა - იმათ დ ა ს ც ი ნ ო დ ა ხალხი! ახლა კი ამხელა ტ ე ლ ე მ ა უ წ ყ ე ბ ლ ი ს ეთერში გადის ამ დონის ქაჯობა და დებილიზმი... და ამ სრულ ს ა ბ ა ნ ძ ე თ ს, დარწმუნებული ვარ, ჰყავს მაყურებელი და აქვს რ ე ი ტ ი ნ გ ი! ეგ კი არა, ტიპები მიდიან და ეხვეწებიან - ჩემთან ოჯახში წამოდი სუფრა უნდა გაგიშალოო! - აი, სად გ ვ ე ნ ძ რ ე ვ ა! მერე ეს "ჯაჯანიძის გადამპატიჟებლები" რამე რომ იყოს ძალიან დ ა ფ ი ქ რ ე ბ უ ლ ა დ იკითხავენ - "გვეშველებაო"? თქვენ რა უნდა გეშველოთ თქვე ს ა ც ო დ ა ვ ე ბ ო! ვინც კი ტელევიზორში გამოჩნდება, ყველა მაგარი ტიპი გგონიათ და სახლში თუ მიიყვანეთ რომელიმე ასეთი "ტ ე ლ ე ს კ უ ნ ს ი" - თავს ბ ე დ ნ ი ე რ ა დ გრძნობთ! არავინ თქვას, რომ 90-ანებში დ ა ბ ა ლ ი დონე იყო და 21-ე საუკუნესთან ერთად გ ა ნ ვ ი თ ა რ დ ა რამე ჩვენში! პ ი რ ი ქ ი თ! 90-ანი წლები დღევანდელობასთან შედარებით დიდი კულტურული რ ე ნ ე ს ა ნ ს ი იყო დედასვფიცავარ! ამ უ დ ო ნ ო ქაჯობას 90-ანი წლების არც ერთი ტელევიზია ეთერში არავითარ შემთხვევაში არ გაუშვებდა!" 72 8-ს მოსწონს
|