x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
იუნა შაფათავა:" უზარმაზარი კულტურის მატარებელი ერი ვიღაც ერთუჯრედიანი მეტიჩრების უკანალში ვართ..".
image

როგორც ცნობილია საქართველოში ცნობილი და სკანდალური ტელესახე იუნა შაფათავა წელიწადზე მეტია შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და შიგდაშიგ საკმაოდ საინტერესო ანალიტიკურ პოსტებს გვთავაზობს იქაურ ცხოვრებაზე, შოუბიზნესზე და მისი თამაშის წესებზე, პარალელს ავლებს საქართველოსთან და შედარებებს აკეთებს.მორიგი პოსტიც საკმაოდ საინტერესოა, რომელიც როგორც თვითონ აღნიშნა, სახლში მიმავალმა მეტროთი მგზავრობის დროს დაწერა.


"მე რომ მკითხოთ, ამერიკა დიდ ახალს არაფერს გასწავლის. უბრალოდ გახსენებს, ვინ ხარ და რა შეგიძლია. გაკვალიანებს.


hbo-მ ახალი სერიალი ჩაუშვა, მე შერონ სტოუნის სამსახიობო გამოცდილების მოსასმენად მივედი და ადგილზე, ფილმის ნაწილის 1, 5 საათიანი ჩვენება დამხვდა და შემდეგ- მსახიობების ჯგუფის გამოცდილება.
თვითონ ფილმი. ვუყურებდი და მეტირებოდა. განათება იყო ძალიან საინტერესო, კამერის მოძრაობა და ზოგჯერ-რაკურსი. სტივენ სოდერბერგი, რეჟისორი -საკმარისია იმათთვის, ვინც იცის. კაცს გრძნობა აქვსო...გენიოსიაო.კი, ნიჭიერია, მაგრამ სხვა არაფერი, ვიდრე ჩვენი რეალიზმის სკოლა და რაც ჩვენ კინემატიგრაფისტებს, პირველივე წლებში ასწავლიან. ჯაზში ახალი არაფერია, მაგარია, ვიცით, ალტერნატივა..



განათებისთვის ღრუბელს ველოდებოდითო. გამეცინა. რა იცის hbo-მ ნასესხები კამერებით რომ იღებენ ჩვენი ბავშვები და ხშირად-დაყვედრებული კამერებით-რეჟისორები და ღრუბელსაც ეხვეწებიან, მზესაც და წვიმასაც...ჯობია მოვკეტო ქართულ რეალობაზე, შედარების საშუალება, საბედნიეროდ მაქვს.
რაც შეეხება შერონ სტოუნს. სუპერ პროფესიონალი. ზის ხუმრობს, მოძრაობს, მუშაობს. ისე არ იქცევა, ზოგ ზოგიერთი "სტარივით", არაფერს რომ არ წარმოადგენს და საბანს თავისზე ქაჩავს. იჯდა იქ ერთი, კიკიმორა, ჩაცმაზე ეტყობოდა "სტარობა", ლეოპარდის პრინტის ფეხსაცმელზე, თმებზე, მაკიაჟზე და საუბრის მანერაზე, ტრიპაჩობა. შერონას მაისური და ბეწვიანი კეტები ეცვა. მაყურებელმა ჰკითხა მერე- რა ბრენდიგაცვიაო და შერონამ - Zaraო... კიდევ ერთხელ დასტური- ნამდვილები არ იხევიან შუაზე გოიმებივით, საქმით ამტკიცებენ.


მაგრად ითამაშა, ისე ვინერვიულე, ლამის გულის შეტევა დამეწყო, პირადის გახსენებაზე...მერე, რომ მორჩა, სცენიდან ყველა წავიდა, შერონა ავტოგრაფებს არიგებდა. მივედი და u r gorgeous ვუთხარი. თვალებში რომ ჩავხედე, წამი გაჩერდა. ძალიან ძლიერი ქალია. მხოლოდ ეგ თვალებში ჩახედვა მინდოდა. ძლიერი, მხეცივით. კოლეგას დედას ისე თბილად მიმართა-ოოოჰ, თქვენი გაცნობა როგორ მაინტერესებდაო...

image

მოკლედ. იმის თქმა მინდოდა, ამერიკა დიდს არაფერს გასწავლის, ის უფრო იღებს შენგან და შენგან გექაჩება იმას, რისი მიღებაც სურს. და სწორად ეს ქმნის იმას, რასაც ადრე "ამერიკულ ოცნებას" უწოდებდნენ. ჩემი დაკვირვებით, ამ ამერიკული ოცნებისგან დარჩა рожки да ножки, იმდენი ნაგავია აქ, მაგრამ აი ის, ძალა, რომელიც შენგან მაქსიმალურ შენატანს ითხოვს, სათავისოდ და ამერიკისთვის, ის მქაჩველი ძალა სულ გახსენებს, ვინ ხარ, რისთვის ჩამოეთრიე და რას ეძებ....სამშვიდობოს გახვალ, თუ არ იწუწუნებ და გააკეთებ ყველაფერს, შენი ოცნების ასახდენად.


ამდენი რატომ დავწერე, მოცლილი არ ვარ, სახლში მივდივარ, მეტროში ვზივარ. იმიტომ ვწერ, პარალელებს რომ ვავლებ და ამათ სულ ქართულ და რუსულ და ევროპულ კულტურას თავში რომ ვუბრახუნებ- ჩვენი კულტურული პლასტები და საუკუნეების გამოცდილების კივილით, გვიმადლოდეთ, რომ
სულიერება შემოგვაქვს- მაინც გული მწყდება, საქართველოში სხვადასხვა სფეროში უნამუსო ბლატს რომ მიაქვს "ექსპერტიზა" და ყველა ჯიბეგაწვდილი ბიუჯეტს ელოდება.

image


ნებისმიერი საკონცერტო დარბაზი- დღეს სადაც ვიყავი, იმ კულტურული ცენტრის ჩათვლით- დოტაციაზე და შემოწირულობაზეა - membership და მეგობრებს ეძახიან. ყველა ბილეთიდან გთხოვენ შემოწირულობას და მერე არ ეზარებათ, თითო დოლარს დასდევენ- კიდევ ხომ არ დაგვიმატებთ, შეღავათით დაგიბრუნებთო და მეგობრობით.

იყვირეთ- აუუუ სახელმწიფოს ვკიდივარ.
ვისაც თანხების მოძიებაზე გვირბენია, სპონსორობაზე, ქველმოქმედებაზე- ყველამ ვიცით, რა დამამცირებლად გექცევიან და აქეთ ჭკუას გარიგებენ- გაეშვი, არ გამოვას- ჭკვიანური სიფათებით დამატებით. უტე, მოკვდეს ჩაკვდეს ყველაფერი, თქვენ სქელ ტ***ს არ მოაკლდეს.

ამას ქვია თვითშეგნება და კულტურა-საკუთარი ქვეყნის განვითარებას, რა დარგიც არ უნდა იყოს, უნდა შეუწყო ხელი. ქართული "სვეტობის" არ იყოს- აუუუ მოსაწვევი "ვიჩალიჩე" აუუუ მომცეს...ეგ კი არ უნდა "იჩალიჩოთ", უბრალოდ უნდა გრცხვენოდეთ, "წარმატებულებო" და "'მაგრებო". აქეთ უნდა სთხოვდეთ-ჩემი სახელი თქვენი დაწესებულების მხადამჭერებში შეიტანეთ. ლარი იქნება, ათი ასი თუ ათასი... მაგრობა ამაშია და არა ბანძი შმოტკების შრიალში..

image

ერთი წელია აქ ვარ, და ერთხელ "осечка" არ მიუცია იმღონისძიებების დონეს, სადაც დავდივარ. განსაკუთრებით შეკრებილი საზოგადოება, რომლის მიზანი რაღაც ახლის შესწავლაა და არა ჩანთა-ფეხსაცმლის გამომზეურება და საყვარლების და ქმრების განხილვა...

მწყდება გული, როგორ არ მწყდება. ვზივარ დატუჩებს ვიკვნიტავ ჩემი დროის და ბენეფისის მოლოდინში. ოჰ რა ძალას მაძლევს და მოტივაციას ეს ქონში ჩასხმული ტვინების უმოქმედობის გაძლების 40 წელიწადი ზურგს უკან!! ააააამხელა (!!!) უზარმაზარი კულტურის მატარებელი ერი ვიღაც ერთუჯრედიანი ვისკოჩკების ტ***ი ვართ...


მე აქაც არ გავჩუმდები და საუკეთესოს შევისრუტავ და ისევ, სამშობლოს ჩემი წარმატებების სახით და სახელით დავუბრუნებ და ყველას, გთხოვთ, ნუ გავიწყდებათ, ვინ ვართ.


სამოქალაქო თვოთშეგნებით და შეძლებისდაგვარად, საკუთარ დარგში სულ მცირე წვეთი შენატანითაც, ვიყოთ მაგრები.
ვერ ვითმენ, რა ვქნა, გული მტკივა.
ამას წინ ვუთხარი ჩემ მეგობარს- ხომ არ დავბრუნდე, მეტად მეტს გავაკეთებ ვიდრე აქამდე ამ მოტივაციით და დაწყნარდი, მიიყვანე ბოლომდე შენი საქმე, მაგით დაეხმარებიო........

არ გაგიკვირდეთ, უფრო ხშირად რომ უფრო უხეში ვიყო. თუ გვინდა ვიყოთ უკეთესები, საკუთარ კრიტიკას და უკეთესობის სურვილით, უნდა გავუსწოროთ თვალი.

თოვს, ისევ.
მადლობა სამშობლო ჩემი წარსულისთვის და გენეტიკური კოდისთვის"

0
37
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0