სხვა ინტერვიუ მშობლებთან ნაწილი#1 2018, 17 იანვარი, 17:36 მშობელი #1 ამ შემთხვევაში კითხვა დაესვა “დედას’’ : რამდენი შვილი გყავს? -ორი, როდესაც სახლში ხარ როგორ ატარებ დროს შვილებთან, რას აკეთებენ ისინი, ან შენ? პასუხი ესეთია: “სამუშო კვირის დღეებში როდესაც სახლში მივდივარ ძალიან დაღლილი ვარ ბავშვების მიხედვის თავიც კი არ მაქვს, ისინი თავისთვის არიან ან ტელეფონთან, ან ტელევიზორთან, ან კომპიუტერთან, მე ერთი ჭამას ვახერხებ და მერე ვიძინებ, როდესაც რაიმე კითხვას დამისმევენ ახსნის თავიც კი არ მაქვს, იქ საჭმელია გასაკეთებელი, იქ ჭურჭელია დასარეცხი, მეც ხომ მჭირდება დასვენება. რაც შეეხება დასვენების დღეებს ძირითადად ერთად ვართ მივდივრათ ან გასართობ ცენტრში, ან სწრაფი კვების ობიექტში, ან რესტორანში, ან მეგობრებში და მერე სახლში როდესაც ვბრუნდებით ისინი თავისთვის არიან ან ტელეფონთან, ან ტელევიზორთან, ან კომპიუტერთან’’. გამეცინა და გავიფიქრე: “არა და ხომ ესეთი დაღლილები არიან მაგრამ “საჭორაოდ’’ ყოველთვის სცალიათ, საკმარისია ახალი “პოსტი’’ გამოქვეყნდეს, ან ვინმემ მისწეროს მაშინვე პასუხობენ და საათობით საუბრობენ. ხოლო არ ფიქრობენ იმ მომენტებზე როდესაც გაიზრდებიან ბავშვები და მერე არც მშობელი სჭირდებათ, არც მისი სითბო, დაიწყებენ ქუჩა-ქუჩა მოძებნას და ამ დროს შვილს სულ სხვა ინტერესები ექნება, მუდმივად კონფლიქტური სიტუაცია გამეფდება და ისეთივე უცხო გახდებიან ერთმანეთისთვის როგორც მეზობლები’’. მშობელი #2 ამ შემთხვევაში კითხვა დაესვა “დედას’’ რამდენი შვილი გყავს? -სამი, როდესაც სახლში ხარ როგორ ატარებ დროს შვილებთან, რას აკეთებენ ისინი, ან შენ? პასუხი ესეთია: “სამუშო კვირის დღეებში ძირითადად სახლში მივდივარ გვიან, ძალიან დაღლილი ვარ, ვიმზადებ საჭმელს და ჭამის დროს ვიწყებ ურთიერთობას ბავშვებთან, ყოველთვის ვეკითხები ბავშვებს დღე როგორ გაატარეს, რა მოხდა ბაღში თუ სკოლაში, ვინმემ ხომ არ გააბრაზა, საჭმელი მიირთვეს თუ არა, რამე აწუხებდათ თუ არა, ვამზადებთ ერთად ტანისამოსს მეორე დღისთვის, თუ რაიმე გაკვეთილი აქვთ დარჩენილი ვემზადებით. ძილის წინ ვკითხულობთ წიგნებს. დილით ძალიან ადრე ვდგები, სანამ ბავშვები გაიღვიძებენ ჭურჭელს ვრეცხავ, სახლს ვალაგებ, ვჭამ, ვუმზადებ სკოლაში წასაღებ საკვებს, ვაღვიძებ ბავშვებს, ვაცმევ, ვაჭმევ, ვულაგებ ოთახებს და მერე ყველა ერთად გამოვდივართ სახლიდან, ვანაწილებ ზოგს ბაღში, ზოგს სკოლაში და ამის შემდეგ მივდივარ სამსახურში. რაც შეეხება დასვენების დღეებს ძირითადად ერთად ვართ ერთად: ვხატავთ, ვსაუბრობთ, ვცეკვავთ, ვკითხულობთ, მაღაზიაშიც კი ერთად დავდივართ, ერთად ვაცხობთ, ერთად ვაკეთებთ საჭმელს, ერთად ვალაგებთ სახლს, ბავშვები თამაშობენ ერთმანეთში, ხშირად კამათობენ და ვცდილობ მეგობრული “ზავით‘’ დავამშვიდო, თუ ფული გვაქვს დავდივართ კინოში, გასართობ ცენტრში, სტუმრად ბებიებთან და საღამოს წიგნების კითხვით იძინებენ’’. გამეცინა და გავიფიქრე: “არ არის ადვილი იყო კარგი მშობელი და კარგი თანამშრომელი ერთად, იდეალური ადამიანები არ არსებობენ, როდესაც შვილები გყავს გააზრებულად უნდა შექმნა ოჯახი, ისინი არ ეხვეწებოდნენ დედას ამ ქვეყნად მოვლინებას. ეგოიზიმია ის მოემნტი როდესაც ფიქრობს დედა, რომ შვილი გაზარდა იმისთვის რომ მას გამოადგეს. მე კიდევ ვფიქრობ, რომ სითბო და ერთგულება ყოველთვის ქმნის ურთიერთგაგებას, შვილების წარმატებულ მომავალს’’ . 26 2-ს მოსწონს
|