x
გახმაურებული პროტესტი*_*

imageდიდი ხანია მესმის საუბრები “ქალიშვილობისა’’ და “ არაქალიშვილობის’’ დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ. ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ეს ადამიანები ოფიციალურად კანონის შემოღებას ელოდებიან “არაქალიშვილობის’’ შესახებ?!


თუ გინდა გააკეთე, შენ თუ ნაკლებს ილაპარაკებ ამაზე სხვაც დაიღლება კრიტიკით და ისეთს მიგიღებს როგორიც ხარ და არ არის საჭირო შენი ქცევა ტრადიციების, რელიგიის პროტესტით და ჯანმრთელობისთვის ზიანის შესახებ მცნებით გაამართლო.


ალბად ამაზე ხშირი საუბრებით იმ ადამიანებში ვინც ტრადიციების და რელიგიის სრული დამცველია (ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით) უფრო აგრესიას გამოიწვევს, ხოლო ვინც არ არის - თვითონაც არ იცის მომავალში რა სიტუაციაში რას გააკეთებს.


და თუ იცი რომ შენი ქცევა სანანებელი გექნება ან ვინმე ახლობელს ზიანს მიაყენებს, მაშინ რაც არ უნდა ილაპარაკო თავის გასასამართლებლად სინდისის ქეჯნა მუდამ გექნება. ალბად ჯობია რამეს თუ აკეთებ გააზრებულად გააკეთე .... მოწევა გინდა მოწიე, სიყვარული გინდა გიყვარდეს, ოღონდ შენი ცხოვრებით იცხოვრე და სხვის შეხედულებებს პატივი ეცი და აიძულე პატივი სცენ შენს შეხედულებებს არა აგრესიით, არამედ გააზრებულად იცოდე რომ შენი ცხოვრებაა, შეგიძლია წამართო და ან “მოიგებ“ ან “წააგებ’’ .





0
68
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:PAPILLON
PAPILLON
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0