სხვა ინტერვიუ ,,ტაქსის’’ მძღოლებთან 2018, 17 იანვარი, 16:09 მძღოლი #1: ღამით გამოვდივართ სამსახურიდან, რომ სახლში დროზე მივიდეთ და გაღვიძებულ ბავშვებს მივუსწროთ. ამ დროს ნახევარ საათიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა “ტაქსის’’ მძღოლი შეგვხდა, რომელმაც 15 და12 ლარის ნაცვლად 10 ლარი მოგვთხოვა და ჩვენც სიხარულით დავთანხმდით. ვჯდებით ტრანსპორტში და თვით კმაყოფილი, რომ იაფად მივყავართ (არა და მანძილს სამსახურიდან სახლამდე ნახევარი მგზავრობის შემდეგ გადასახდელი თანხაც არ სჭირდება) იწყებს საუბარს თავის კეთილშობილებაზე, რომ სხვები რამდენად უნამუსოდ ექცევიან უცხოელ მგაზვერბასც კი, რომლებიც საქართველოში უკვე ინფორმაცია მოძიებულები ჩამოდიან. აი მაგალითად: “ყველაზე კარგი მგზავრები ყოფილან ინდოელები, ჩინელები, რუსები და ა. შ, ხოლო ყველაზე ცუდად იქცევიან ე.წ. “მუქკანიანები’’, განსაკუთრებით “ნიგერიელები’’, რომლებიც არა მარტო თანხას ნორმალურად არ იხდიან, არამედ მარშუტებშიც იტყუებიან''. გაგვრცინა და გავიფიქრეთ: “ქართველი ერი როგორი საინტერესოები ვართ, რასაც უცხოელებს ვუთმენთ თავხედობას იმას ქართველს არ ვაპატიებდით, მინიმუმ გინებას მივაყოლებთ მზგავს სიტუაციაში, ხოლო სხვა ერი კი პირიქით, სადაც არ უნდა წახვიდე ჯერ თავის წარმოამდგენელს აყენებს პირველ ადგილას და მერე სხვას, ანაზღაურების დროსაც კი სხვას გაცილებით ნაკლებს უხდის იგივე საქმეში ვიდრე თავისი ერის წარმომადგენელს“. მძღოლი#2: გამოვდივართ სავაჭრო ცენტრიდან და მოკლე მანძილზე გვინდა მისვლა. ფასი როგორც იქნა გამვლელ “ტაქსის’’ მძღოლს შევუთანხმდით: ტარიფი 3 ლარი (ვინაიდან იქ მდგომ მანქანების პატრონებს ერთ დღეს გამდიდრება აქვთ ჩაფიქრებული და ჩამქრალ ძრავში ორმაგ ფასს ითხოვენ 5-6 ლარს, მერე საღამოს ოჯახის წევრებს შესჩივლებენ “მუშაობა არ იყო’’, არა და ქართული ანდაზა არსებობს “ტყუილად დგომას ტყულად შრომა ჯობიაო’’). ვჯდებით ტრანსპორტში და ისმის მეპატრონის თავდაჯერებული ხმა: “თუ გინდა ღვედს ნუ შეიკრავ ძმა თანამშრომელი მყავს და რომ გაგვაჩერონ არაფერს გვეტყვიან’’. გაგვეცინა და გავიფიქრეთ: “ადამიანებს ის კი არ აქვთ გააზრებული, რომ ღვედი სიცოცხლის დასაცავად არის შექმნილი, არამედ კანონის მიერ დაწესებული ერთერთი ნორმატივი გონიათ, რომელსაც ან სამართალდამცველი არღვევს ან მისი ნათესავი’’. მძღოლი#3: საღამოს დაღლილი ვაჩერებ სამარშუტო “ტაქსს’’, რომლის მძროლსაც ჰყვას კარგად გაცვეთილი “ოპელი’’. ზის მძღოლი ძალიან უჟმური სახით და ბევრი წუწუნის შემდეგ, როგორც იქნა მგზავრობის ფასს მეუბნება (ფაქტიურად ტიროდა რომ საცობებია ქალაქში და როგორ ვაკადრე იმაზე ნაკლების თქმა ვიდრე ტარიფი შემომთავაზა). ის იყო კარების დაკეტვას ვაპირებდი და შეჩერდა, სამადლოდ დათანხმდა ჩემს მიერ შეთავაზებულ თანხას, მაგრამ ვაი, რომ მე არ უნდა დავთანხმებულიყავი, ყველა შუქნიშანთან ხომ ჩერდებოდა, ძრავს ხომ აქრობდა გაჩერებებზე და 30 წუთში სახლში რომ უნდა მივეყვანე, თითქმის 1 საათსა და 26 წუთში “მიმასვენა'' სახლამდე, თან იმაზე დაღლილი ვიდრე ვიყავი. გამეცინა და ვიფიქრე “რა დაზოგა ამ ადამიანმა ეხლა ამ დროში და ამ საქციელით, ნუთუ თავის დროზე სახლში მიყვანით უფრო მეტ კლინეტს არ ნახავდა და უფრო მეტს არ მოიგებდა ვიდრე დაკარგა, არა და ამბობენ “ტაქსით’’ თუ დადიხარ ფუფუნებააო, მაგრამ თუ ასეა რატომ არ ვგრძნობთ თავს კომფორტულად, როცა ვჯდებით სამარშუტო “ტაქსში’’?’’. 77 3-ს მოსწონს
|