სხვა დედამ შვილები მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა 2018, 17 იანვარი, 17:18
7 წლის ბიჭუნა ისაია და სამი წლის გოგონა ილია ქალმა შაბათ საღამოს დანით დახოცა და შემდეგ თავი მოიკლა, აღსანიშნავია, რომ დედას შვილებთან ერთად გახსნილი ჰქონდა არხი YouTube-ზე, სადაც კრისტინა აქვეყნებდა თავის შვილების ნამღერს, რომელიც არც თუ ურიგოდ გამოსდიოდათ, შიგადაშიგ თავად კრისტინაც მღეროდა ცნობილი კომპოზიციებს, თან საკმაოდ კარგად. კრისტინა შვილების სასიკვდილოდ დაჭრის შემდეგ შარლოტის ძველი Branch Road-ის რკინიგზის ხიდიდან გადახტა.
ამჟამად პოლიცია მუშაობს იმაზე, თუ რა შეიძლება ყოფილიყო ტრაგედიის მიზეზი.
ბავშვების ბიოლოგიური მამა მათთან არ ცხოვრობდა მან GoFundMe-ზე დაკრძალვის ხარჯებზე დახმარება ითხოვა, უკვე შეგროვდა 10 000 დოლარზე მეტი.
323 7-ს მოსწონს
|