საზოგადოება "მაგთიკომმა" ტარიფების ზრდის გადაწყვეტილება დროებით შეაჩერა 2018, 17 იანვარი, 17:00
მაგთიკომმა ტარიფების ზრდის გადაწყვეტილება შეცვალა. ცვლილების მიზეზი კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ჩარევა გახდა, რის შემდეგაც მაგთიკომმა გაითვალისწინა კომისიის გადაწყვეტილება და დროებით შეაჩერა ტარიფების ზრდის ამოქმედება.
გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანხმად მაგთიკომი ზრდიდა როგორც ინტერნეტ ტარიფებს, ისე წუთობრივ გადასახადს. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს “მაგთიკომის'' მიერ მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების საფუძველზე დაიწყო სუბსიდირების საკითხის შესწავლა. ამის შესახებ ნათქვამია “მაგთიკომისთვის'' გაგზავნილ ოფიციალურ წერილში. 31 1-ს მოსწონს
|