x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
NDI-ის გამოკითხვა;რა პრობლემები აწუხებს საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად?
image

ნაციონალურ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI)-აქვეყნებს ახალ სოციოლოგიურ კვლევას, რომელიც 2017 წლის 29 ნოემბერიდან - 19 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა ქვეყნის მასშტაბით 2, 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობაში (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).


კითხვაზე თუ როგორი მიმართლებით ვითარდება საქართველო, 39% მიიჩნევს, რომ არასწორი მიმართულებით ვითარდება, 32%-ის აზრით საერთო არაფერი იცვლება, ხოლო 26%-ს მიაჩნია, რომ ქვეყნის კურსი სწორია.


ქვეყანაში კვლავ უპირველეს ეროვნულ და ოჯახური პრობლემად რჩება: უმუშევრობა(54%), ფასების ზრდა/ინფლაცია 35% და სიღარიბე 30%, შემდეგ მოდის პენსიები, ხელმისაწვდომი სამედიცინო მომასახურეობა, ტერიტორიული მთლიანაობა და ხელფასები.



რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას:კითხვაზე მისაღებია თუ არა საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, 72%-მა უპასუხა დადებითად, 21%-ისთვის მიუღებელია, პასუხის გაცემა გაუჭირდა 7%-ს.


ნატოში შესვლა არ შესვლის ხმები კი ასე გადანაწილდა:მომხრეა 64%, წინააღმდეგი 26%, არ იცის 9%-მა.


რაც შეეხება ევრაზიულ კავშირს(დაარსებული რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთის მიერ) 29 % ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეა, 60 % - ევროკავშირში, 8 % - არცერთში, 3 %-მა არ იცის.


კითხვას რომელი ქვეყანა უფრო ძლიერია სამხედრო თვალსაზრისით აშშ თუ რუსეთი, პასუხები ასეთია:რუსეთი 41%, აშშ 36%, თანაბარია-15%, არ ვიცი-8%


და ბოლოს რომელი ქვეყნის პროპაგანდა არსებობს საქართველოში?

არსებობს:რუსეთი-53%, ევროკავშირი 45%, აშშ 44%

არ არსებობს- შესაბამისად -30, 29 და 28 პროცენტი.

არ იცის -შეაბამისად 17, 26, 28 პროცენტი.



0
33
10-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0