x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"The cranberries"-ის სოლისტი 46 წლის ასაკში გარდაიცვალა
image90-იანი წლების პოპულარული ირლანდიური ჯგუფის, The Cranberries-ის სოლისტი დოლორეს ო’ რიორდანი 46 წლის ასაკში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.


ბრიტანული პრესა იუწყება, რომ ცნობილი მომღერალი ლონდონის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში აღმოაჩინეს გარდაცვლილი, იგი ირლანდიიდან სპეციალურად ჩამოვიდა ბრიტანეთის დედაქალაქში სტუდიაში ახალი სიმღერების ჩასაწერად.

image

ირლანდიელი ვარსკვლავის თაყვანისმცემლები მიიჩნევენ, რომ დოლორესმა თავი მოიკლა, თუმცა პოლიცია ვარაუდობს, რომ მომღერალს წამლების დოზა აერია, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით მის სიკვდილს "გაუგებარს" უწოდებენ.



დოლორეს ო რიორდანი მეგა-პოპულარული იყო ჯგუფ the cranberries-თან ერთად 90-იან წლებში.იმ პერიოდში ჩაიწერა ისეთი ჰიტები, როგორებიცაა "Zombie", შემდეგ "Linger, " "Ode to my family" და "Just my imagination@ და სხვა.იგი მეორე ჯგუფი იყო ირლანდიიდან U2 -ის შემდეგ, რომელმაც მსოფლიო წარმატებას მიაღწია.


2003 წელს The Cranberries-ი დაიშალა(შეიკრიბა 2017 წელს და ახალი ალბომიც გამოსცა), დოლორესი კი აქტიურად განაგრძობდა მოღვაწეობას, დაწერა მუსიკა ფილმისთვის "ქრისტეს ვნებანი"(2004) იყო The Voice of Ireland-ის ჟიურის წევრი, ითამაშა რამდენიმე ფილმში, შემდეგ კვლავ დაიწყო სიმღერების წერა, 2014 წელს მომღერლის გარშემო სკანდალი აგორდა, როდესაც აეროპორტის თანამშრომელს თავს დაესხა, მაშინ დოლორესმა აღიარა, რომ ბიპოლარული აშლილობა სჭირდა, რომელიც ჯგუფ Duran Duran-ის მენეჯერთან დონ ბერტონთან გაყრის შემდეგ დაეწყო, ამასთანავე მომღერალი 8 წლის ასაკში სექსუალური ძალადობის მსხვერლი გახდა, შემდეგ ანორექსია სჭირდა და სუიციდზე ფიქრობდა.

მომღერალს ხშირად ნერვული აშლილობა აღენიშნებოდა, რის გამოც გამუდმებით ტაბლეტებს სვამდა, სწორედ ამიტომ მიიჩნევენ მისი ფანები, რომ მან სუიციდი განახორციელა.


0
100
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0