საზოგადოება არცერთს არ უთქვამს, არ ვიცოდით თუ ლიკვიდირებული პირები ტერორიზმთან კავშირში იყვნენო 2018, 15 იანვარი, 15:19 პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი წუხს, რომ პანკისელებს წუხილი არც მას შემდეგ გამოუთქვამთ, როცა გაირკვა, რომ მათთან კონტაქტში მყოფი პირები ნოემბერში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 25 საათიანი შეტაკებისას დახოცეს. მისი თქმით, ამ დროს ისიც გაირკვა, რომ ეს პირები საერთაშორისო ინტერპოლით იძებნებოდნენ, მაგრამ ხმა არც ამაზე ამოუღიათ. "როდესაც ამბობენ, რომ საერთაშორისო მასშტაბით ძებნილი პირები პანკისში ორი წელი ცხოვრობდნენ და აქ ბიზნესსაქმიანობისთვის ჩამოვიდნენო, მას შემდეგ რაც თბილისში სპეცოპერაციის შედეგად მათი ლიკვიდაცია მოხდა, სამწუხაროდ, არცერთი არ გამოსულა და არ უთქვამს, გვქონდა მათთან ურთიერთობა და არ ვიცოდით, თუ ტერორიზმთან კავშირში იყვნენო. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ პირებს ცუდი განზრახვები ჰქონდათ და საერთაშორისო მასშტაბით იძებნებოდნენ, "- აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა ტვ პირველის ეთერში. 170 1-ს მოსწონს
|