ისტორია შარლ აზნავურის განცხადებას მიგრანტებზე საფრანგეთში მწვავე რეაქცია მოჰყვა 2018, 12 იანვარი, 13:51
ცნობილი სომხური წარმოშობის მომღერალი სტუდიაში ქართველ პიანისტთან, ხატია ბუნიათიშვილთან ერთად იყო მიწვეული, მიგრაციულ საკითხზე საუბრისას აზნავურმა წამყვანს, ლორენა დელაუსს ასეთი პასუხი გასცა:
"პირველ რიგში უნდა გავარკვიოთ ვისთან გვაქვს საქმე, ამ ადამიანებს შორის შეიძლება იყოს გენიაც, სიმართლე ისაა, რომ ყველას ვერ მივიღებთ, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ის, რომელიც საინტერესო იქნება"-აღნიშნა აზნავურმა და მაგალითად მოიყვანა ორგზის ნომელის პრემიის ლაურეატი მარი კიური(შენიშვნა: ეროვნებით პოლონელი ფიზიკოს-ქიმიკოსი, რომელიც საფრანგეთში გადასახლდა). აზნაურის ამ განცხადება მწვავე რეაქცია მოჰყვა ფრანგულ საზოგადოებაში, ბევრი აღნიშნავს, რომ სომეხი ემიგრანტის შთამომავალი არ უნდა ლაპარაკობდეს "მიგრანტების სელექციაზე".
"მე ნამდვილად არ მოველოდი, რომ შარლ აზნავური, რომელიც თავს "ემიგრანტის შვილს" უწოდებს და აღნიშნავს, რომ ორი კულტურის მატარებელია, ასე უნდა საუბრობდეს მიგრანტების გადარჩევაზე"-აღნიშნა ერთ-ერთმა მომხმარებელმა კომენტარში.
შეგახენებთ, CNN -მა და ჟურნალმა Time-მა შარლ აზნავური " XX საუკუნის ვარიეტეს ყველაზე მნიშვნელოვან არტისტად " დაასახელა.
შარლ აზნავური დაიბადა 1924 წლის 22 მაისს პარიზში, სომეხი ემიგრანტის ოჯახში(ახალციხედან)თავის კარიერი მანძილზე მან გაყიდა 180 მილიონი ჩანაწერი, დაწერა 1300 სიმღერა და ითამაშა 60 ფილმში.
2012 წელს იგი სამშობლოს, ახალციხეს ეწვია, საიდანაც იყვნენ მისი მშობლები და რაბათის ციხესთან კონცერტიც გამართა.
461 6-ს მოსწონს
|